Logo Left
Logo Right

როგორ ცვლის პანორამული და დიზაინერული ლიფტები თანამედროვე შენობის იერსახეს

როგორ ცვლის პანორამული და დიზაინერული ლიფტები თანამედროვე შენობის იერსახეს

 

დიდი ხნის განმავლობაში ლიფტის დიზაინი და ვიზუალური მხარე მნიშვნელოვან ასპექტებად არ ითვლებოდა. სტანდარტული „რკინის ყუთი“ საკმარისი იყო, სანამ მისი ტექნიკური მახასიათებლები საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და მგზავრების სწრაფი ვერტიკალური ტრანსპორტირება შეეძლო. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა — ლიფტის დიზაინი სრულიად შენობის ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია და მის ესთეტიკურ მხარეს დიდი ყურადღებაც ეთმობა.

 

თუ პროექტირების პროცესში გამოცდილი ლიფტების კომპანია ერთვება, დამკვეთი უკვე კონსულტაციის პროცესშივე მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორი დანადგარი იქნება არა მხოლოდ ყველაზე პრაქტიკული არჩევანი, არამედ ოპტიმალური არქიტექტურული გადაწყვეტას. რადგან თანამედროვე შენობებში ლიფტი მოფარებულში იმალება, ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვიზიტორის პირველ და ბოლო შთაბეჭდილებას, რაც კომერციული ობიექტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

ამიტომ მსხვილი კომერციული ობიექტების პროექტირებისას ხშირად სპეც-დიზაინის და პანორამულ ლიფტებებს ანიჭებენ უპირატესობას. გათვლა იმაზეა, რომ გადაშლილ პანორამულ ხედებსა და ინდივიდუალურ, სამახსოვრო ინტერიერს ვიზიტორზე “wow” ეფექტი ექნება და უშუალოდ ობიექტის მიმართაც პოზიტიურად განაწყობს. ამგვარი გადაწყვეტის კარგი მაგალითია ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”, სადაც სწორედ ამ მიზეზების გამო შეირჩა პრემიუმ კლასის სრულად პანორამული ლიფტები

 

 

გამჭვირვალე კედლებისა და კინეტიკური არქიტექტურის ეფექტი

 

თანამედროვე არქიტექტურაში სულ უფრო პოპულარულია „კინეტიკური“, მოძრავი ფასადი. გარე პანორამული ლიფტი ამ კონცეფციის ერთ-ერთი გამოხატულებაა — ის სტატიკურ ფასადს დინამიკას სძენს. გარდა ვიზუალური ეფექტისა, მინის კაბინებს პრაგმატული დანიშნულებაც აქვს. ტრადიციული ბეტონის შახტები უშუალოდ შენობაში დიდ ადგილს იკავებს და სინათლეს ბლოკავს. გამჭვირვალე კონსტრუქციის დახმარებით კი არქიტექტორს ადვილად შეუძლია ბუნებრივი სინათლე ეფექტურად გამოიყენოს და „ღია სივრცის“ ეფექტი შექმნას.

 

ტექნიკური თვალსაზრისით, თანამედროვე პანორამული ლიფტი სრულიად უსაფრთხოა. კონსტრუქცია მზადდება სპეციალური, ლამინირებული მინისგან, რომელიც ორი ან მეტი ფენისგან და მათ შორის მოთავსებული პლასტიკური შრისგან შედგება. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ მინის გატეხვის შემთხვევაშიც კი, ნამსხვრევები არ დაიშალოს და კაბინამ მთლიანობა შეინარჩუნოს.

 

ამ ტიპის ლიფტების ინტეგრაცია განსაკუთრებით მომგებიანია დაბალსართულიანი კომერციული შენობებისა და კერძო სახლებისთვის. თუ ფართი შეზღუდულია, მინის ლიფტი ინტეგრირებული შახტით დაზოგავს ძვირფას ადგილს და მარტივად ჩაჯდება ინტერიერში. 

 

 

ლიფტი და მარკეტინგი: რა მნიშვნელობა აქვს დიზაინს?

 

ლიფტების ინდუსტრიაში სარკეების გამოყენებას თავისი ისტორია აქვს. ისინი კაბინებში თავდაპირველად არა ვარცხნილობის შესასწორებლად, არამედ მგზავრებში შიშისა და შფოთვის შეგრძნების შესამცირებლად გაჩნდა. სარკე ქმნიდა სივრცის ილუზიას და მგზავრს ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა. პანორამული მოდელები კი ამ პრობლემას ილუზიების გარეშე, ბუნებრივად აგვარებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ინვესტიცია მინის კონსტრუქციებში უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციულ მოდელებში, გრძელვადიანი შედეგი ხშირად ხარჯს ამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია მოდელი მოვარგოთ სივრცის დანიშნულებას. სწორად შერჩეული ლიფტები თითქმის ყოველთვის პირდაპირ კონვერტირდება ფინანსურ სარგებელში.

 

როდესაც მგზავრს აქვს საშუალება, თვალი გააყოლოს გარემოს, დახურულ სივრცეში ყოფნით გამოწვეული შფოთვა მცირდება. სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში ეს ფაქტორი პირდაპირ კავშირშია ვიზიტორების კმაყოფილებასთან: მშვიდი და დადებითი ემოციებით დამუხტული სტუმარი გაცილებით ლოიალურია ბრენდის მიმართ.

 

გარდა ემოციური ფაქტორისა, გასათვალისწინებელია ფინანსური მხარეც. უძრავი ქონების ბაზრის კვლევები მიუთითებს, რომ პანორამული ლიფტით აღჭურვილი შენობა თითქმის ყოველთვის პრემიუმ კატეგორიის უძრავ ქონებად აღიქმება. კერძო სახლების შემთხვევაში, ასეთმა დამატებამ შესაძლოა ქონების ღირებულება 10%-მდე გაზარდოს. კომერციულ სექტორში კი ეს არის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც შენობას უფრო მიმზიდველს ხდის მაღალი კლასის დამქირავებლებისთვის.

 

 

„Sense of Arrival“: რატომ არის მნიშვნელოვანი ლიფტის ესთეტიკური მხარე

 

თუ პანორამული ლიფტი აქცენტს გარე ხედზე აკეთებს, დიზაინერული (Bespoke) სამგზავრო ლიფტი შიდა სივრცის ტრანსფორმაციას ემსახურება. სტუმარმათმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებობს ტერმინი „Sense of Arrival“ (კონკრეტულ ადგილას მოხვედრისას პირველი შეგრძნება), რომელიც თითქმის მთლიანად დამოკიდებულია პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც ვიზიტორი იღებს. 

 

დაწესებულების მარკეტინგულ პოზიციონირებასთან დიზაინერულ შეუსაბამობას შეუძლია მნიშვნელოვნად ავნოს მის რეპუტაციას. თუ შენობას აქვს მდიდრული ფოიე, მარმარილოს იატაკი და ძვირადღირებული განათება, მაგრამ ლიფტის გამოძახების შემდეგ მგზავრს ხვდება სტანდარტული, უსახური კაბინა, ის უკვე აღარ აღიქვამს დაწესებულებას პრესტიჟულად.

 

თუ პრიორიტეტი სინათლე და სივრცის გახსნაა, უმჯობესია არჩევანი მინის კონსტრუქციაზე გააკეთოთ, ხოლო თუ გსურთ ლიფტი შენობის ბრენდინგის ორგანულ ნაწილად აქციოთ, მაშინ აქცენტი სპეც-დიზაინით დამზადებული ინტერიერი უფრო ეფექტური იქნება. მასალები შეგიძლიათ ფოეის დიზაინს შეუხამოთ: ხე, ქვა, ტყავი თუ თბილი ტონის ლითონები.