
ლიფტი იმ მოწყობილობათაგანია, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ. ის მსოფლიოში ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახეობაა, თუმცა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება, უსიამოვნო სიტუაცია ან სერიოზული ინციდენტი გამოიწვიოს.
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ ლიფტში, ძირითად წესებს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მოპყრობასა და ჰიგიენის საკითხებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ.
მოლოდინი და ჩასხდომა
პრობლემების უმეტესობა სწორედ კარის გაღების მომენტში იწყება. ბევრი მგზავრი კარებთან ახლოს დგას და მოსვლისთანავე შიგნით შესვლას ცდილობს – იმ დროს, როცა კაბინაში მყოფ ადამიანებს გამოსვლა ჯერ არ დაუსრულებიათ. ეს ქმნის ჭყლეტას, დისკომფორტს და, ზოგ შემთხვევაში, ტრავმის რისკსაც კი.
სწორი მიდგომაა, რომ კარის გაღებისას ორივე მხარეს გადადგეთ, სანამ მგზავრები კაბინიდან არ გამოვლენ. ღილაკსაც ერთხელ უნდა დავაჭიროთ – განმეორებით დაჭერა პროცესს არ აჩქარებს, მხოლოდ მექანიზმს ტვირთავს.
კაბინაში შესვლისას ყურადღება მიაქციეთ იატაკის დონეს. კაბინა ყოველთვის ზუსტად ერთ სიბრტყეზე არ ჩერდება სართულთან მიმართებით.
ლიფტში მოქცევის წესები
ხშირი შეცდომაა კარის ხელით დაჭერა ან ხანგრძლივად ღია მდგომარეობაში შეყოვნება. ახალ ლიფტებს სენსორები აქვს, რომლებიც საგნის ან ადამიანის აღმოჩენისას კარის დახურვის პროცესს აფერხებს. ხელით ბლოკირება მექანიზმს ცვეთს. თუ ვინმეს კაბინაში შემოსვლა სურს, გამოიყენეთ „კარის გაღების” ღილაკი.
ცალკე აღსანიშნავია გადატვირთვა. ყველა მოწყობილობას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ტვირთამწეობა აქვს. როცა კაბინა სავსეა, შემდეგის მოლოდინი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ტევადობის ზღვრის გადაჭარბება საფრთხეს ქმნის.
როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციებში?
თქვენს სართულზე გაჩერებისას დაუყოვნებლივ გამოდით – არ დაელოდოთ უკან მდგომებს.
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციებს, თუ ლიფტი სართულებს შორის გაჩერდა, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არ სცადოთ კარების ძალით გაღება ან კაბინიდან გამოძრომა – ეს ყველაზე საშიში ქმედებაა. გამოიყენეთ სიგნალის ღილაკი ან ტელეფონი და მოითმინეთ, სანამ კვალიფიციური სპეციალისტი მოვა.
ხანძრის ან ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში მოწყობილობით სარგებლობა დაუშვებელია – გამოიყენეთ საევაკუაციო კიბე.
ჰიგიენა ლიფტში
ღილაკებს, მოაჯირებსა და კარის ზედაპირებს დღის განმავლობაში ასობით ადამიანის ხელი ეხება. ეს ზედაპირები ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი ინფექციების გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამას ემატება ის, რომ კაბინაში ჰაერის ცირკულაცია შეზღუდულია, რაც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკსაც ზრდის.
ოფისებსა და საჯარო შენობებში, სადაც მგზავრთა ნაკადი საშუალოა, ხშირად ზედაპირების დღეში ერთხელ დეზინფექცია საკმარისია. სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში, სადაც ათასობით ადამიანი იყენებს ლიფტს, დეზინფექცია დღეში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს. სამედიცინო დაწესებულებებში კი მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია.
ბოლო წლებში ამ მიმართულებით ტექნოლოგიებიც განვითარდა. ანტიმიკრობული ზედაპირული საფარი ბაქტერიების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს და თვეების განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტს. UV-C ტექნოლოგია კი კაბინისა და ჰაერის უკონტაქტო დეზინფექციას, ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რამდენიმე წუთში ახერხებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ტექნიკური შემოწმება
მხოლოდ მგზავრის ქცევა არ არის საკმარისი – მოწყობილობა ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება ხარვეზებს ადრეულ ეტაპზე გამოავლენს და სერიოზულ პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.
საქართველოში სამგზავრო ლიფტებს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აკრედიტებული ორგანოს მიერ პერიოდული ინსპექტირება ესაჭიროება.
გარდა ამისა, მფლობელი ვალდებულია, დაიცვას ტექნიკური მომსახურების კონტროლის პროგრამა, სადაც შემოწმების ინტერვალები და ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურადაა გაწერილი.
პრობლემის იგნორირება ორმაგი რისკის შემცველია: მცირე ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც დროულად მარტივი იქნებოდა, დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემად შეიძლება, გადაიქცეს. ამავდროულად, მფლობელს შენობაში მყოფი პირების უსაფრთხოებაზე იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება.
CLC Elevator: ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა ჩვენი საქმეა
ლიფტით სარგებლობის კულტურა მგზავრის ქცევითა და მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობით იზომება. სწორი ქცევა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის, ხოლო მოწყობილობის რეგულარული მოვლა იმის გარანტიაა, რომ ეს გარემო ხანგრძლივად შენარჩუნდება.
CLC Elevator მომხმარებლებს მონტაჟის, სერვისისა და ტექნიკური ინსპექტირების სრულ მომსახურებას სთავაზობს.
თუ თქვენი შენობის ლიფტი განახლებას საჭიროებს ან ახალი მოწყობილობის შერჩევაზე ფიქრობთ, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი კონკრეტულ რეკომენდაციებს მოგცემთ.




