Logo Left
Logo Right

ხშირად დასმული კითხვები

რა ბრენდის ლიფტები შემოგვაქვს?

ჩვენი კომპანია წლების მანძილზე ახორციელებდა თურქული წარმოების ლიფტების ინსტალაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც დღემდე შესრულებული გვაქვს 3000-ზე მეტი პროექტი.

2024 წლიდან საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ წამყვან საერთაშორისო ბრენდს - FUJISJ.

რა ღირს ლიფტი?

ლიფტი არის კომპლექსური მექანიზმი, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია უამრავ დეტალზე, მათ შორის, გაჩერებების რაოდენობაზე, მოძრაობის მანძილზე, შახტის გაბარიტებსა და სხვა ტექნიკურ მონაცემზე.

ლიფტის რეალური და ზუსტი განფასების მისაღებად ჩვენს გუნდს შეგიძლიათ მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ან პროექტის არქიტექტურული ნახაზი. 

ასევე, დეტალური მონაცემების მოსაპოვებლად შესაძლებელია თქვენს ობიექტზე ჩაინიშნოს ჩვენი ტექნიკური გუნდის ვიზიტი.

რა დრო სჭირდება ლიფტის მიწოდებასა და მონტაჟს?

ლიფტის მიწოდებისა და მონტაჟის ვადები დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და შერჩეულ ბრენდზე.

მსგავსი დეტალებისთვის შეგიძლიათ გაესაუბროთ ჩვენს წარმომადგენლებს.

დაცულია თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ნორმები?

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა ლიფტის მონაცემი, გაბარიტები თუ უსაფრთხოების ნორმები შეესაბამება კანონდმებლობის მოთხოვნებს, "საქართველოს მთავრობის დადგენილება N41-სა" და საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.

გაქვთ თუ არა ლიფტების მომსახურების სერვისი?

CLC Elevator-ის მიერ დამონტაჟებულ ყველა ლიფტს ემსახურება ჩვენი ჯგუფის ქვეშ მყოფი კომპანია ლიფტების მომსახურების ცენტრი - LSC, რომელიც აღასრულებს ყოველთვიურ გეგმიურ ვიზიტს ადგილზე ლიფტის ტექნიკური დათვალიერებისთვის და უზრუნველყოფს 24/7 მხარდაჭერას ნებისმიერი გადაუდებელი შემთხვევის დროს.

შეიძლება თუ არა ლიფტის კაბინის დიზაინის შერჩევა?

ნებისმიერი სახის პროექტზე შესაძლებელია სასურველი კაბინის დიზაინის შერჩევა.

კაბინების კატალოგების მოსაპოვებლად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს წარმომადგენლებს.

აქვთ თუ არა ლიფტებს გარანტია?

ლიფტების საგარანტიო ვადა შეადგენს 2-3 წელს (დამოკიდებულია ლიფტის ტიპზე).

გარანტია ძალაში შედის  ლიფის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ და ვრცელდება ლიფტის კომპონენტებზე აღმოჩენილ ქარხნულ წუნზე.