CLC Elevator დაარსდა 2018 წელს და დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიის პოზიციით სარგებლობს.
2025 წლიდან ჩვენი საქმიანობა ფართოვდება და ითავსებს წარმოების ხაზს, რაც გულისხმობს რეგიონში პირველი ლიფტების ქარხანის გახსნას საქართველოში.
პროფესიონალისმით და მაღალი ხარისხის მომსახურებით შევქმნათ უფრო ჰარმონიული ცხოვრების სტილი.
გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება და გლობალური პოზიცია, როგორც ბაზრის ლიდერმა და რეგიონში ლიფტების წარმოების პიონერმა კომპანიამ.
FUJISJ არის იაპონური Fuji ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, რომელიც აერთიანებს ჩინურ ინტელექტუალურ წარმოებასა და იაპონურ ტექნოლოგიას და წარმოადგენს საშუალო და საშუალოზე მაღალი კატეგორიის წამყვან ბრენდს მსოფილიოში.
2024 წლიდან FUJISJ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში არის “CLC Elevator”.
კომპანიის მთავარი ფოკუსი ენერგოეფექტური, უფრო ეკომეგობრული, დაბალხმაურიანი და ხანგრძლივი მომსახურების ვადის მქონე “მწვანე” ლიფტების წარმოებაზეა. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში ინტელექტუალური წარმოების რეალიზებისთვის FUJISJ იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს IT-ის.
ხარისხის გარდა, FUJISJ-ის ლიფტები აღჭურვილია თანამედროვე კონტროლის სისტემით. ეს სისტემა უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას მაღალი დონის სიზუსტითა და დაბალი ოპერაციული ხმაურით.
FUJISJ მოდელების ფართო სპექტრი მათ შორის მოიცავს მაღალსიჩქარიან ლიფტებს, სამგზავრო ლიფტებს, საავადმყოფოს ლიფტებს, პანორამულ ლიფტებს, ესკალატორებს, მოძრავ ბილიკებს, სატვირთო ლიფტებს, და საცხოვრებელი სახლის ლიფტებს.
კომპანიის კატალოგი ლიფტის პროდუქციის 20-ზე მეტ სერიას აერთიანებს, 50-ზე მეტი სპეციფიკაციით.