Logo Left
Logo Right

პროფესიონალური ლიფტების უსაფრთხოება

CLC Elevator 2018 წლიდან აწვდის ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ლიფტებს და სთავაზობს სრული სპექტრის მომსახურებას უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, მათ შორის სხვადასხვა ტიპის სისტემების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას.

ლიფტების უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტები

თანამედროვე ლიფტების უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გათვლილია როგორც მგზავრების, ისე ტექნიკური პერსონალის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფაზე. CLC Elevator-ის ყველა დამონტაჟებული სისტემა არა უბრალოდ სრულ თანხვედრაშია არსებულ რეგულატორულ კოდექსთან, არამედ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს (EN 81-20, EN 81-50), რაც გულისხმობს ნებისმიერი კლიენტისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გარანტიას.

კომპანია უზრუნველყოფს თითოეული მოწყობილობის შესაბამისობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების რეგულაციებთან. კომპანიის მუშაობის პოლიტიკა სრულიად მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი მომხმარებელი გვიცნობდეს, როგორც როგორც ბაზარზე ყველაზე სანდო ლიფტების კომპანიას. რეგულარული ლიფტების შემოწმება და ყოვლისმომცველი ტექნიკური სერვისი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია, უმაღლესი ხარისხის ლიფტის მოდელების მიწოდებასთან ერთად.

0 +
დასრულებული პროექტი
0 +
მიმდინარე პროექტი
0 +
კმაყოფილი მომხმარებელი

ლიფტების უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტები

ავარიული დამუხრუჭების სისტემა

ავარიული სისტემა ავტომატურად უნდა ამოქმედდეს კაბელების გაწყვეტის შემთხვევაში და შეაჩეროს ლიფტის მოძრაობა

კარების სენსორები

მაღალი მგრძნობელობის სენსორები ავტომატურად უნდა გახსნან ლიფტის კარები დაბრკოლების შემთხვევაში

საგანგებო განათება და კავშირის სისტემა

განათებისა და საავარიო კავშირის სისტემა უწყვეტად უნდა ფუნქციონირებდეს, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როცა ლიფტს არ მიეწოდება ელექტროენერგია

ავარიული შეტყობინების სისტემა ლიფტში

მგზავრებს უნდა ჰქონდეთ შეუფერხებელი კავშირის საშუალება ტექნიკურ პერსონალთან, სიტუაციის მიუხედავად

CLC Elevator უზრუნველყოფს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირებას ყველა ინსტალაციის დროს, განურჩევლად ლიფტების ტიპისა, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში კაბინის გაჩერებას და ავტომატურ დაბრუნებას უახლოეს სართულზე, რათა მგზავრმა შეძლოს ლიფტის უსაფრთხოდ დატოვება.

რეგულარული ტექნიკური მომსახურება

იმისთვის, რომ დარწმუნდეთ უსაფრთხო ექსპლუატაციაში, სავალდებულოა ლიფტების სერტიფიცირება და რეგულარული ტექნიკური შემოწმება. CLC Elevator გთავაზობთ:

ყოველთვიურ ტექნიკური შემოწმებას

კვარტალური უსაფრთხოების მექანიზმების ტესტირებას

წლიურ სრულ დიაგნოსტიკას

24/7 ავარიული მომსახურებას

CLC Elevator-ის კლიენტებს შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ობიექტის მოწყობილობები გადიან რეგულარულ შემოწმებასა და სრულიად თანხვედრაში არიან არსებულ უსაფრთხოების სტანდარტებთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ავარიების რისკს. ჩვენი სპეციალიზაცია ფართო სპექტრისაა, და ფარავს სხვადასხვა სეგმენტს, მათ შორის: სამგზავრო ლფტებს, ლიფტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სატვირთო ლიფტებს, საავადმყოფოს ლიფტებს, პანორამული ლიფტებსა და ესკალატორებს

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ლიფტის ტიპი უფრო მოწყვლადია და მეტ ტექნიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ის, რაც სტანდარტია სამგზავრო ლიფტებისთვის შესაძლოა არ იყოს სტანდარტი პანორამული ლიფტისთვის. სანამ ლიფტის მონტაჟამდე მივა საქმე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია CLC-ის ექსპერტთან, რომელიც დეტალურად დაგაკვალიანებთ, თუ რა სამუშაოების ჩატარება დასჭირდება – და რა ინტერვალით – თქვენს შერჩეულ ლიფტის მოდელს სამომავლოდ.

უსაფრთხოების წესები მგზავრებისთვის

ლიფტის სწორი ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მის სიცოცხლისუნარიანობას. თუ შენობებში დამონტაჟებულია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა, მაშინ ის უნდა გამოიყენებოდეს სპეციფიკური საჭიროებებისთვის. მაგალითად, სამგზავრო ლიფტი განკუთვნილია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მგზავრების გადასაყვანად და დაუშვებელია ტვირთების გადატანა. სატვირთო ლიფტი კი, პირიქით, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ტვირთის გადასატანად – მასში მგზავრების ყოფნა დაუშვებელია, გარდა ლიფტის მომსახურე პერსონალისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია შანსი ზედმეტი დატვირთვის გამო ლიფტის გამართული ოპერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

კაბინის გამოსაძახებლად დააჭირეთ გამოსაძახებელ ღილაკს, ღილაკის განათების შემთხვევაში დაელოდეთ კაბინის მოსვლას.

ნუ შეეხებით შახტის კარს, ნუ ეცდებით მის ხელით გაღებას. კაბინის ავტომატურად გაღების შემდეგ დარწმუნდით, რომ კაბინა დგას თქვენი სართულის ზუსტ გაჩერებაზე.

კაბინაში შესვლის შემდგომ ხელი დააჭირეთ თქვენთვის სასურველ სართულის ღილაკს. თუ კაბინის კარი დაიხურა, მაგრამ ლიფტი არ ამოძრავდა, დააჭირეთ კარის გაღების ღილაკს.

თუ კაბინა სართულებს შორის გაჩერდა, არ სცადოთ დამოუკიდებლად გამოსვლა. არ მიიღოთ დახმარება არაპროფესიონალებისგან დაელოდეთ ტექნიკური მომსახურების ჯგუფს.

ლიფტის მოძრაობისას არ მიეყრდნოთ კარს ან კედლებს.

ნუ ისარგებლებთ ლიფტით სახანძრო განგაშის დროს

არ გადატვირთოთ კაბინა. არ სცადოთ ფეთქებადი, ადვილად აალებადი დამომწამვლელი ტვირთის გადატანა.

არ დააზიანოთ ლიფტის მოწყობილობები

დამატებითი რჩევები ლიფტის მფლობელებისთვის

შენობის მფლობელებისთვის აუცილებელია ლიფტების მუდმივი მონიტორინგი და დროული ტექნიკური მომსახურება. რეკომენდებულია:

რეგულარული შემოწმების გრაფიკი

საინფორმაციო აბრების განთავსება

სასწრაფო რეაგირების გეგმის არსებობა

შენობის მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო ფუნქციონირება. ნებისმიერი მოწყობილობა, ლიფტის ტიპის მიუხედავად, უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.

FAQ: ხშირად დასმული კითხვები

რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური შემოწმება?

საბაზო მონიტორინგისთვის ყველაზე ოპტიმალურია უსაფრთხოების სისტემების ყოველთვიური შემოწმება. მექანიკური ნაწილებისთვის ყველაზე ოპტიმალურია კვარტალური ინსპექტირება. ყოველწლიური სრული დიაგნოსტიკა სავალდებულოა ლიფტის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საშუალოდ კაბელების შესაცვლელად ოპტიმალურ შუალედად 5-7 წელიწადი მოიაზრება, გამოყენების ინტენსივობის მიხედვით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კაბელების შემოწმება ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს – არაა გამორიცხული განსაკუთრებული დატვირთვის ან ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში კაბელი უფრო მაღალი სიხშირით იყოს გამოსაცვლელი.

საქართველოში ლიფტების უსაფრთხოების სტანდარტები ეფუძნება ევროპულ ნორმებს (EN 81 სერია) და ადგილობრივ რეგულაციებს. სავალდებულო ყოველწლიურ შემოწმება, მუდმივად განმეორებითი რეგისტრაცია და ლიფტების სერტიფიცირება ამ სტანდარტების ნაწილია.

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე, მის მდგომარეობასა და შენობის სპეციფიკაზე. კონსულტაციის გავლისას ექსპერტი მოგაწვდით შესაძლო ხარჯების დიაპაზონს ყველა საჭირო დეტალის ანალიზის საფუძველზე.