Logo Left
Logo Right

ხშირად დასმული კითხვები

რა ბრენდის ლიფტები შემოგვაქვს?

ჩვენი კომპანია წლების მანძილზე ახორციელებდა თურქული წარმოების ლიფტების ინსტალაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც დღემდე შესრულებული გვაქვს 3000-ზე მეტი პროექტი.

2024 წლიდან ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა FUJISJ და GiantKONE.

რა არის ლიფტის ღირებულება?

ლიფტი არის კომპლექსური მექანიზმი, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია უამრავ დეტალზე, მათ შორის, გაჩერებების რაოდენობაზე, მოძრაობის მანძილზე, შახტის გაბარიტებსა და სხვა დეტალურ მონაცემზე.

ლიფტის რეალური განფასების მისაღებად შეგიძლიათ ჩვენს გუნდს მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ან პროექტის არქიტექტურული ნახაზი. 

ასევე, შესაძლებელია თქვენს ობიექტზე ჩაინიშნოს ჩვენი ტექნიკური გუნდის ვიზიტი დეტალური მონაცემების მოსაპოვებლად.

რა დრო სჭირდება ლიფტის მიწოდებასა და მონტაჟს?

ლიფტის მიწოდებისა და მონტაჟის ვადები დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და არჩეულ ბრენდზე. მსგავსი დეტალებისთვის შეგიძლიათ გაესაუბროთ ჩვენს წარმომადგენლებს.

დაცულია თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ნორმები?

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა ლიფტის მონაცემი, გაბარიტები თუ უსაფრთხოების ნორმები შეესაბამება კანონდმებლობის მოთხოვნებს, "საქართველოს მთავრობის დადგენილება N41-სა" და საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.

გაქვთ თუ არა ლიფტების მომსახურების სერვისი?

CLC Elevator-ის მიერ დამონტაჟებულ ყველა ლიფტს ემსახურება ჩვენი ჯგუფის ქვეშ მყოფი კომპანია LSC (ლიფტების მომსახურების ცენტრი), რომელიც აღასრულებს ყოველთვიურ გეგმიურ ვიზიტს ადგილზე ლიფტის მოვლა-პატრონობის ფარგლებში და 24/7 მხარდაჭერას ნებისმიერი შემთხვევის დროს.

შეიძლება თუ არა ლიფტის კაბინის დიზაინის შერჩევა?

ნებისმიერი სახის პროექტზე შესაძლებელია სასურველი კაბინის დიზაინის შერჩევა.

კომპანიის პარტნიორი ბრენდების კატალოგების მოპოვება შეგიძლიათ ჩვენს წარმომადგენლებთან.

აქვთ თუ არა ლიფტებს გარანტია?

ლიფტების საგარანტიო ვადა შეადგენს 2-3 წელს (დამოკიდებულია ლიფტის ტიპზე).

გარანტია ძალაში შედის  ლიფის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ და ვრცელდება ლიფტის კომპონენტებზე აღმოჩენილ ქარხნულ წუნზე.