



CLC Elevator-ის ბათუმის წარმომადგენლობა გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ლიფტების მიწოდების, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სრულ სპექტრს ნებისმიერი ტიპის შენობისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტების გუნდი შენობას თანამედროვე, ესთეტიკურად მიმზიდველი, უსაფრთხო და ეფექტური ლიფტებით აღჭურვავს, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.
მიიღეთ ლიფტებთან დაკავშირებული მომსახურების სრული სპექტრი – შენობის შესაბამისი მოდელების შერჩევიდან დაწყებული (თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე), დამთავრებული ლიფტების მონტაჟით ბათუმში.
CLC Elevator, საქართველოში წამყვანი ლიფტების კომპანიაა თავისი გამოცდილებით, რომელსაც 3500-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მომსახურება გათვლილია როგორც ახალი მშენებლობების აღსაჭურვად, ისე ძველ ნაგებობებში ახალი ლიფტების მონტაჟზე, ყველა საჭირო სტანდარტის სრულად დაცვით.
ლიფტის პროექტირება გულისხმობს პროექტის საწყის ეტაპზევე CLC Elevator-ის საინჟინრო გუნდის მიერ შემუშავებული სისტემის გათვალისწინებას, რომელიც მორგებულია შენობის სპეციფიკურ მოთხოვნებზე.
შემდეგ კი მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მაქსიმალურად აბალანსებს საკვანძო საკითხებს.
CLC Elevator-თან ლიფტის პროექტირებისას გაქვთ გარანტია, რომ პროექტი ზუსტად თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ შაბლონებით. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პროექტისადმი უზრუნველყოფს კლიენტებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს.

CLC Elevator-ის მიერ დაყენებული ყველა სამგზავრო ლიფტი გამოირჩევა საიმედოობით, კომფორტით და ენერგოეფექტურობით.
სამგზავრო ლიფტები ბათუმში მოიცავს როგორც მცირე, ისე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის ოპტიმალურ მოდელებს. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიურად რამდენმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს მათი მომსახურებით
CLC Elevator-ის კონსულტაციით მარტივად შეარჩევთ შესაფერისი მასშტაბებისა და კონფიგურაციის მქონე მოდელს
ბათუმის ზღვისპირა ზოლში მდებარე სასტუმრო/სავაჭრო ცენტრისთვის მეტად ოპტიმალურია და რეკომენდებულია პანორამული ლიფტი.
პანორამული ლიფტები არა მხოლოდ პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებენ, არამედ შთამბეჭდავ ვიზუალურ ელემენტს მატებს ნაგებობას, რითაც ერთიორად ზრდის მის სტატუსსა და რეპუტაციას.
პანორამული ლიფტები ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, სადაც სასტუმროებს შორის დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებულ დეტალს მატებს და კლიენტების თვალში დამატებით შარმს აძლევს ნებისმიერ დაწესებულებას.
ამასთან პანორამული ხედის დამატება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სავაჭრო ცენტრებისა და პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.


ტურისტულ ქალაქებში განთავსებულ კომერციულ ობიექტებში, სადაც სხვადასხვა სეზონზე ხალხის ნაკადის მოძრაობა ელვისებრად იზრდება, მაღალი ხარისხის სატვირთო ლიფტი აუცილებელია მომხმარებელთა კომფოტული გადაადგილებისთვის.
ეს პირველ რიგში სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებს ეხება, მაგრამ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ბინების დიდი ნაწილი ქირავდება, სატვირთო ლიფტის გარეშე ვერ შეძლებს ეფექტურ ფუნქციონირებას. საწარმოებსა და ბიზნეს ცენტრებს კი სატვირთო ლიფტები ნებისმიერ სეზონზე სჭირდებათ, მათი მუდმივი დატვირთულობისგან გამომდინარე.
ჩვენი სატვირთო ლიფტები ბათუმში გამოირჩევა დიდი ტვირთამწეობით, ძლიერი კონსტრუქციით და მაღალი საიმედოობით.
CLC Elevator-ის კონსულტაციით მარტივად შეარჩევთ თქვენი შენობის შესაფერისი მასშტაბებისა და კონფიგურაციის მქონე მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო, ეფექტურ გადაადგილებას.
მაქსიმალურად დიდი ტურისტული ნაკადის მიზიდვაზე ორიენტირებულ თანამედროვე ქალაქში, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აღჭურვილია სპეციალური ფუნქციებით, რომლებიც გათვლილია მათი ფიზიკური ლიმიტაციების მაქსიმალურ კომპენსირებაზე – ასეთ ფუნქციებში შედის, მაგალითად, ბრაილით დანომრილი ღილაკები, შედარებით ნელი მოძრაობის სიჩქარე, ადაპტირებული ინტერიერი, ხმოვანი შეტყობინებები და ეტლისთვის ოპტიმიზირებული სივრცე.

CLC Elevator 2024 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს FUJISJ და GiantKONE, რომლებიც ცნობილია თავიანთი ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი ხარისხით და საიმედოობით.
მათი პროდუქციის ინტეგრირებით ბათუმის შენობებში უზრუნველვყოფთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ლიფტებითა და მომსახურებით.
თქვენს ლიფტს მოემსახურება კვალიფიციური ინჟინრებისა და ტექნიკოსებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში ლიფტების მონტაჟისა და მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება დააგროვა.
ამასთან, CLC Elevator თითოეული თანამშრომლის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნავს – გუნდის წევრები მუდმივად ესწრებიან ტრენინგებს, რათა მათ უახლესი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ფლობდნენ.
ლიფტის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე საკვანძო მახასიათებელი, მათ შორის: შენობის სიმაღლე, მგზავრთა სავარაუდო ნაკადი, შენობის ფუნქცია და არქიტექტურული თავისებურებები. მოდელის არჩევამდე, ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ შენობის ანალიზს და შემოგთავაზებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
ლიფტის მონტაჟის ღირებულება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ტიპზე, შახტის მდგომარეობაზე, სართულების რაოდენობაზე და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებზე. სავარაუდო საფასური დაითვლება მას შემდეგ, რაც სპეციალისტები წინასწარ ანალიზს ჩაატარებენ.
ლიფტის მონტაჟის ვადები მერყეობს 2-დან 12 კვირამდე, პროექტის სირთულიდან გამომდინარე. სტანდარტული სამგზავრო ლიფტის მონტაჟი ახალ შენობაში საშუალოდ 4-6 კვირას საჭიროებს, ხოლო არსებულ შენობაში ლიფტის შეცვლა ან მოდერნიზაცია შესაძლოა 6-10 კვირა გაგრძელდეს.
დაგვიკავშირდით ტელეფონით ან E-mail-ით, ზოგადი ინფორმაციის მისაღებად. შემდეგ ეტაპზე შეგეძლებათ მოგვაწოდოთ თქვენი პროექტის დეტალები, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი სპეციალისტები აარჩევენ შესაფერის ლიფტის მოდელს და მოამზადებენ პერსონალიზებულ შეთავაზებას.
CLC Elevator უკვე მრავალი წამყვანი კომპანიის საიმედო პარტნიორია ლიფტების სფეროში. ჩვენმა გამოცდილებამ, პროფესიონალიზმმა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციამ უკვე უზრუნველყო ასობით პროექტის წარმატებით განხორციელება. დაგვიკავშირდით, და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შენობაც აღიჭურვოს ლიფტით, რომელიც ხანგრძლივ და უსაფრთხო ექსპლუატაციაზეა გათვლილი.