Logo Left
Logo Right

რა ღირს ლიფტი?

მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, თუ რა ღირს ლიფტი ჩვენთან? ამაზე პასუხი კონკრეტული რიცხვის სახით არ არსებობს.  ლიფტი არ არის მზა პროდუქტი. შესაბამისად, მისი ფასი თითოეული ობიექტისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება, რადგან შენობები, საჭიროებები და პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. 

რა ფაქტორებზეა ფასი დამოკიდებული?

პირველი და ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი გაჩერებების რაოდენობაა. რაც მეტ სართულს მოიცავს ლიფტი, მეტი მასალაა საჭირო და ფასიც მაღალია. ამასთან, სართულებს შორის სიმაღლეც მნიშვნელოვანია – ეს პარამეტრი ლიფტის სიმძლავრეზე მოქმედებს. 

ტვირთამწეობა კიდევ ერთი განმსაზღვრელია.  სამგზავრო ლიფტებს შორისაც კი, შესაძლოა, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფასი სრულიად განსხვავებული იყოს.

სატვირთო ლიფტებსაც სხვადასხვა ტექნიკური მოთხოვნა აქვს, შესაბამისად, ფასი ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. დანიშნულება განსაზღვრავს, რა კომპონენტები დაგჭირდებათ და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მოწყობილობა.

შახტის გაბარიტებს – სიგანესა და სიღრმეს – ასევე ვითვალისწინებთ. თუ არსებული შახტა სტანდარტულ ზომებს პასუხობს, პროცესი გამარტივდება. განსხვავებული გაბარიტების შემთხვევაში კი ინდივიდუალური ადაპტაცია ხდება საჭირო, რაც დამატებით სამუშაოს საჭიროებს.

კაბინის დიზაინი ფასზეც აისახება. პრემიუმ მასალებით გაფორმებული კაბინა სტანდარტულისგან განსხვავდება, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ობიექტის ტიპისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით ვიღებთ.

ლიფტის ფასის გამოთვლა

ლიფტის ფასის განსაზღვრა ინჟინრის ჩართულობით იწყება. სპეციალისტს ობიექტის არქიტექტურული ნახაზი სჭირდება, რათა შეაფასოს სიტუაცია – შახტის მდგომარეობა, სართულებს შორის სიმაღლე და გაჩერებების რაოდენობა. ამ ინფორმაციის გარეშე დაანგარიშება შეუძლებელია.


ფასში ასევე შედის ტრანსპორტირება, მონტაჟი, შესაბამის ორგანოში შემოწმების გავლა და სხვა დამატებითი ხარჯები. 

ჩვენი გუნდი ობიექტს ადგილზე შეისწავლის, ყველა პარამეტრს შეაფასებს და შემდეგ კონკრეტულ ბიუჯეტს შემოგთავაზებთ. პროცესი პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მომსახურებამდე CLC-ის გუნდის მიერ იმართება.

რატომ არ არსებობს "საშუალო ფასი"

ხანდახან ინტერნეტში შეიძლება, იხილოთ საორიენტაციო რიცხვები, თუმცა ისინი, კონტექსტის გარეშე, ნაკლებად სასარგებლოა.

ორი შენობის შემთხვევაში, რომლებსაც ერთნაირი სართულების რაოდენობა აქვს, შეიძლება სრულიად განსხვავებული პირობები არსებობდეს – შახტის ზომები, სართულებს შორის სიმაღლე, დანიშნულება. ამიტომ ერთი ობიექტის ფასის მეორესთვის მორგება შეცდომაში შეგიყვანთ.

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა

თუ ლიფტის შეძენას გეგმავთ და გსურთ, გაიგოთ, რა ღირს ის თქვენი პროექტისთვის, შეავსეთ ფორმა, მოგვწერეთ Email-ზე: info@clc.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 596 00 44 22