ლიფტი სკოლასა და საბავშვო ბაღში - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 


ამ დროის განმავლობაში საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში, ჯამში 800-მდე საბავშვო ბაღსა და სკოლაში დავამონტაჟეთ ლიფტები.

რატომ არის ლიფტები თანამედროვე სკოლის ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი?

ლიფტი ერთდროულად რამდენიმე პრაქტიკულ ამოცანას ასრულებს. 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისათვის სავალდებულოა. 

 

თუმცა რეალობა განსხვავებულია: 2084 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ადაპტირებული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ყველგან არ არის ხელმისაწვდომი. ლიფტი ამ ხარვეზის გამოსწორების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს, დროებითი ტრავმის მქონე ბავშვებს ან ეტლით მოსარგებლე პირებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა სჭირდებათ. 

 

ეს მოწყობილობა სკოლაში არა მხოლოდ კომფორტის საგანი, არამედ კანონმდებლობით გასათვალისწინებელი საკითხიცაა. 

სკოლის ლიფტს სჭირდება:

ბავშვებისგან არასანქცირებული გამოყენების პრევენცია

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემასთან ინტეგრაცია

გაზრდილი ტვირთამწეობა (სასწავლო მასალა, ტექნიკა)

ინტენსიური მოძრაობისათვის გათვალისწინებული რესურსი

ასევე, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შშ ლიფტების მონტაჟი, რათა მისაწვდომობის დადგენილება შესრულდეს (შშმ პირს შენობაში მოხვედრისა და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს).  

 

ასევე, საქართველოს მთავრობის მისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული №41 დადგენილების  მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სკოლებსა და ბაღებში შშმ პირებისთვის გათვლილი სპეციალური ლიფტების მონტაჟი, რათა შენობაში მათი შეუფერხებელი მოხვედრა და გადაადგილება სრულად უზრუნველყოფილი იყოს. 

ყოველდღიური ეფექტი

  • ზრდის სერვისის სიჩქარეს;

     

  • ზოგავს პერსონალის რესურსს;

     

  • გამოსაყენებლად უსაფრთხოა – სამზარეულოს ლიფტი პერსონალის გადაადგილებასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს;

     

  • დაცულია ჰიგიენა – დახურულ კაბინაში მოთავსებული საკვების დაბინძურების რისკი მინიმალურია. 

ბავშვებზე მორგებული დამატებითი ზომები

კარის უსაფრთხოების გარდა, სკოლებისა და ბაღების ლიფტებს კიდევ რამდენიმე სპეციფიკური მახასიათებელი სჭირდება:

მართვის პანელის სპეციალურ განლაგებას

მართვის პანელის მდებარეობა გათვლილი უნდა იყოს იმგვარად, რომ ბავშვმა ზედამხედველის გარეშე ვერ გამოიყენოს ლიფტი. ოპტიმალური სიმაღლე მოზრდილისთვისაა გათვლილი. 

 

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მოწყობილობა საბავშვო ბაღშია დამონტაჟებული, სადაც მომხმარებელთა ასაკობრივი კატეგორია ძალიან დაბალია. 

კაბინის ზომა

სიგნალის მიღებისას ლიფტი ავტომატურად ჩამოდის საწყის სართულზე, კარებს ხსნის და იბლოკება.

სიჩქარე

ყველა CLC-ის მიერ დამონტაჟებულ მოწყობილობას ემსახურება ლიფტების მომსახურების ცენტრი  (LSC), რომელიც ყოველთვიურ პრევენციულ შემოწმებას უტარებს ლიფტებს და გადაუდებელი შემთხვევებისთვის 24/7 ქოლ-ცენტრთან გაკავშირებთ. 

ევაკუაცია და საგანგებო სიტუაციები

ბავშვებით სავსე შენობაში საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

 

თანამდეროვე სამგზავრო ლიფტები ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციასთან ინტეგრირებული სისტემით არის აღჭურვილი.  

 

სიგნალის მიღებისას მოწყობილობა ავტომატურად ჩამოდის საწყის სართულზე, კარებს ხსნის და იბლოკება.

CLC Elevator საგანმანათლებლო ობიექტებისთვის

CLC Elevator-ის გუნდი საწყის ეტაპზე შეისწავლის ობიექტის სპეციფიკას – შენობის სართულების რაოდენობას, მოსწავლეთა რაოდენობას, გადაადგილების ინტენსივობას და ამის საფუძველზე შეარჩევს ტექნიკურად შესაბამის მოდელს. 

 

ჩვენ სრულად ვმართავთ ამ პროცესის ყველა ეტაპს – პროექტირებიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებამდე.

 

CLC-ის  ლიფტები აკმაყოფილებს ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც Module H1 სერტიფიკატი და ISO 9001:2015 ადასტურებს. ეს კი საგანმანათლებლო ობიექტების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა

თუ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ლიფტის შერჩევას ან არსებული მოწყობილობის უსაფრთხოების შეფასებას გეგმავთ, შეავსეთ ფორმა: