Logo Left
Logo Right

FUJISJ x CLC Elevator

CLC Elevator FUJISJ-ის ექსკლუზიური პარტნიორია

CLC Elevator FUJISJ-ის ლიფტების ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში — დაბალხმაურიანობით, ენერგოეფექტურობით და ხანგრძლივი მომსახურების ვადით გამორჩეული თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საერთაშორისო ბრენდი. დანერგეთ პრემიუმ ხარისხის FUJISJ-ის ტექნოლოგია თქვენს პროექტებში მოხერხებული პირობებით.

FUJISJ 2021 წელს შეიქმნა — ჩინეთისა და იაპონიის ერთობლივი საწარმოა, სადაც Japan Fuji Machinery & Electric Co., Ltd.-ის ლიცენზირებული პროდუქცია იქმნება. იაპონური საინჟინრო მემკვიდრეობის თანამედროვე ჩინური წარმოების მეთოდებთან გაერთიანებამ შექმნა მაღალი ხარისხის ლიფტის მოდელები საშუალო და საშუალოზე მაღალ კატეგორიაში. ბრენდის მთავარი მიზანია ტექნოლოგიურად მოწინავე, უსაფრთხო და კომფორტული ლიფტები რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

CLC Elevator საქართველოში FUJISJ-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ლიფტების კომპანიაა. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ უზრუნველყოფთ წვდომას ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე და გიმარტივებთ თქვენი პროექტის აღჭურვას უმაღლესი სტანდარტების ვერტიკალური ტრანსპორტით.

რატომ ირჩევენ პროფესიონალები FUJISJ-ის ლიფტებს?

FUJISJ იაპონური საინჟინრო ხარისხისა და თანამედროვე, უფრო ეფექტური და ეკომეგობრული, წარმოების იდეალური ბალანსია. ჩვენი პარტნიორობა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ტექნოლოგიურად დახვეწილი, საიმედო და ენერგოეფექტური FUJISJ-ის ლიფტი საქართველოში საუკეთესო პირობებით. ეს მოდელები ნებისმიერი პროექტისთვის გონივრული და დაბალრისკიანი ინვესტიციაა.

"Feltless Elevator" კონცეფცია

FUJISJ მოდელებს “უგრძნობი ლიფტის” კონცეფციის საფუძველზე ქმნის. ამ მოდელების მთავარი მახასიათებელი უსაფრთხო, გლუვი და ჩუმი მგზავრობაა. 

ეფექტი FUJISJ-ის ინტელექტუალური მართვის სისტემის დამსახურებაა. ყველა მოდელი აღჭურვილია მრავალსაფეხურიანი უსაფრთხოების სისტემით.

"Feltless Elevator" კონცეფცია

ციფრული ინვერტორული ტექნოლოგია (VVVF) ზუსტად არეგულირებს სიჩქარეს, ამცირებს ენერგიის მოხმარებას 30-40%-ით და უზრუნველყოფს მგზავრობის კომფორტს. 

 

ენერგოეფექტურობა FUJISJ-ის ასევე “მწვანე ლიფტის” ფილოსოფიის ნაწილია — კომპანია მუდმივად მუშაობს ახალ, ეკომეგობრულ ტექნოლოგიებზე.

 

"Feltless Elevator" კონცეფცია

FUJISJ-ს კატალოგი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის — სამგზავრო, სატვირთო, სახლის — ლიფტის მოდელების ფართო არჩევანს. 

კაბინის, კარისა და მართვის პანელების დიზაინი პერსონალიზებადია, რაც საშუალებას გაძლევთ, ლიფტი მაქსიმალურად მოარგოთ ინტერიერს.

FUJISJ-ის ლიფტები საქართველოში: მოდელები ყველა ტიპის პროექტისთვის

სამგზავრო ლიფტები

საცხოვრებელი და კომერციული შენობებისთვის

FUJISJ-ის სტანდარტული სამგზავრო ლიფტები იდეალური ლოგისტიკური გადაწყვეტაა როგორც მრავალბინიანი კორპუსებისთვის, ისე საოფისე და სავაჭრო ცენტრებისთვის. 

 

გასათვალისწინებელია, რომ სამგზავრო ლიფტები განკუთვნილია მხოლოდ ადამიანების გადასაყვანად. ტვირთის გადაზიდვა აკრძალულია.

 

 

ეს მოდელები გამოირჩევიან მაღალი გამძლეობით, კომფორტითა და საიმედოობით. 

 

 

  • ტვირთამწეობა: 450 კგ-დან 1600 კგ-მდე (6-21 მგზავრი). 
  • სიჩქარე: 1.0 მ/წმ-დან 2.5 მ/წმ-მდე.
  • ტექნოლოგია: VVVF ამძრავი სისტემა უზრუნველყოფს გლუვ სტარტს, გაჩერებას და ენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას.

სამრეწველო, კომერციული და საცხოვრებელი ობიექტებისთვის

სატვირთო ლიფტი

ქარხნებისთვის, საწყობებისთვის, სავაჭრო ცენტრებისა თუ დიდი მასშტაბის საცხოვრებელი კომპლექსებისთვის FUJISJ-ს კატალოგში აღმოაჩენთ სხვადასხვა მასშტაბის მძლავრ და გამძლე სატვირთო ლიფტებს

 

მოდელები უზრუნველყოფს მასშტაბური, მძიმე თუ მტვრევადი ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. 

 

 

  • ტვირთამწეობა: 1000 კგ-დან 5000 კგ-მდე
  • სახასიათო კონსტრუქცია: გაძლიერებული კარკასი, ცვეთაგამძლე იატაკი, ცვეთაგამძლე კაბინა და კარის ფართო ღიობი, რომელიც ამარტივებს ნივთის კაბინაში შეტანასა და გატანას.

სახლის ლიფტი

მცირე საცხოვრებელი ობიექტებისთვის

FUJISJ-ის სახლის ლიფტები განკუთვნილია იმისთვის, რომ კერძო რეზიდენციებში განსაკუთრებული კომფორტი შექმნას და გაამარტივოს გადაადგილება ოჯახის ყველა წევრისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი, ასაკოვანი და შშმ პირებისთვის.

 

  • ტვირთამწეობა: 250 კგ-დან 400 კგ-მდე (2-4 მგზავრი).
  • მცირე მასშტაბზე გათვლილი სპეც.დიზაინი: კომპაქტური ზომა, მოითხოვს მინიმალურ სამშენებლო სამუშაოებს, მოძრაობს თითქმის სრულიად უხმაუროდ.

ენერგოეფექტურობა: თავსებადია სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ქსელთან და მუშაობს 220V-ზე — სტანდარტული მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაახლოებით იგივეს წვავს.

ლოგისტიკური გადაწყვეტა დიდი მასშტაბის ობიექტებისთვის

ესკალატორი და ტრავოლატორი

სივრცეებისთვის, სადაც მაღალია ტრაფიკი — სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, მეტროსადგურები და აშ. — საჭიროა ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტები ადამიანთა დიდი ნაკადის სწრაფად გასატარებლად. 

 

ასეთი ობიექტებისთვის FUJISJ ქმნის საიმედო და უსაფრთხო ესკალატორებსა და ტრავოლატორებს, რომლებიც კარგად უძლებენ მაღალ დატვირთვას მთელი დღე-ღამის განმავლობაში. 

 

 

  • მასშტაბი: საათში 4500-დან 9000-მდე ადამიანის გადაყვანა, მოდელის მიხედვით. 
  • წარმადობა: შექმნილია 24/7 რეჟიმში, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობისთვის. 
 

სპეც. მახასიათებლები: აღჭურვილია სენსორული სისტემებით, ავტომატური გაჩერების ფუნქციითა და ენერგოეფექტური მექანიზმებით.

CLC Elevator- ნებისმიერი პროექტისთვის

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ბაზრის ლიდერის პოზიცია და ათასობით წარმატებით დასრულებული პროექტი თქვენი წარმატების გარანტიაა. როგორც ბრენდის ექსკლუზიურ პარტნიორს, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის FUJISJ-ის ლიფტები საქართველოში.

 

CLC Elevator-ის მომსახურება მოიცავს სრულ საინჟინრო ციკლს, შენობის არქიტექტურულ თავისებურებებზე მორგებული ლიფტის პროექტირებიდან დაწყებული, მისი მონტაჟითა და შემდგომი, უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერით დამთავრებული. ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში — ჩვენი ტექნიკური გუნდი 24/7 რეჟიმში კავშირზე იქნება.

 

კომპანია უზრუნველყოფს  2-3 წლიან სრულ გარანტიას FUJISJ-ის ლიფტის ყველა მოდელზე. გარანტია ფარავს ნებისმიერ ქარხნულ დეფექტს და დაზიანებული კომპონენტის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას.

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა