
ლიფტი შენობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სივრცეა. CLC-ის მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ ამ ფაქტს ეთმობა ნაკლები ყურადღება მოვლის კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ლიფტის სისუფთავე მისით მოსარგებლე ადამიანების ჯანმრთელობასთანაა კავშირში.
ღილაკები, კარები, სარკეები – ამ ზედაპირებს ყოველდღიურად ათობით, ხოლო მაღალი დატვირთვის შენობებში ასობით ადამიანის ხელი ეხება. ბაქტერიები და ვირუსები სწრაფად გროვდება ასეთ ზედაპირებზე. ამასთან, ლიფტი დახურული და რთულად განიავებადი სივრცეა, რაც პათოგენების შენარჩუნებას ხელს უწყობს. სამწუხაროდ, ეს კომბინაცია – მაღალი შეხება, შეზღუდული ჰაერის მიმოცვლა – ლიფტს ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოდ აქცევს.
რა განსხვავებაა დასუფთავებას, დეზინფექციასა და სტერილიზაციას შორის?
ეს სამ სხვადასხვა პროცესს გულისხმობს. დასუფთავება ზედაპირიდან ჭუჭყსა და ნარჩენებს შლის, მაგრამ ვირუსებსა და ბაქტერიებს სრულად ვერ ანადგურებს. დეზინფექცია ქიმიური საშუალებებით პათოგენებს ანეიტრალებს ან კლავს. სტერილიზაცია კი ამ რაოდენობას სტანდარტულ, უვნებელ ზღვრამდე ამცირებს.
ეს სამი ეტაპი ერთმანეთს ავსებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. ამ თანმიმდევრობის დარღვევა ან გამოტოვება კი სერვისს ნომინალურ პროცედურად აქცევს.
ლიფტის რომელ ნაწილს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება?
ლიფტი გარეგნულად მარტივ სივრცეს ჰგავს, თუმცა ბევრ ძნელად მისაწვდომ წერტილებს შეიცავს. სწორედ ისინია ყველაზე დაუცველი.
დროთა განმავლობაში, მტვრის ნარჩენები ლიფტის მოძრავ ნაწილებში ხვდება და ტექნიკურ პრობლემებს ქმნის. სწორი მოვლა ვაკუუმური წმენდით იწყება, შემდეგ მოდის სხვა საშუალებით დამუშავება.
კარები და კედლები, კომერციული ლიფტების შემთხვევაში, უმეტესად უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ეს გამძლე მასალაა, თუმცა სათანადო მოვლასაც საჭიროებს. ამ ზედაპირებთან მუშაობისას ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი სუნის მქონე საშუალებების გამორიცხვა, რადგან დახურულ სივრცეში სუნი დიდხანს რჩება.
ღილაკები ლიფტის ყველაზე ხშირად შეხებადი ელემენტია. სპრეის ღილაკზე დასხმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. სითხე პანელის ელექტროობაში შეაღწევს და შიდა კომპონენტებს ზიანს მიაყენებს. ღილაკებთან მუშაობისას საჭიროა, რომ ნებისმიერი ანტიბაქტერიული საშუალება მიკროფიბრის ქსოვილზე წინასწარ განაწილებით განთავსდეს და არასოდეს – პირდაპირ.
ლიფტის ორმო ყველაზე ნაკლებად ხილული ნაწილია, თუმცა ნარჩენები, მტვერი და ხანდახან მავნებლებიც სწორედ აქ გროვდება. ორმოს გაწმენდა სერტიფიცირებული ტექნიკოსის გარეშე დაუშვებელია. ეს პროცედურა ლიფტის სრულ გამორთვასა და უსაფრთხო დაბლოკვას მოითხოვს.
რა ქიმია გამოიყენება და რომელია კატეგორიულად დაუშვებელი?
სპირტის 70%-იანი ხსნარი ლიფტის უმეტეს ზედაპირებზე ყველაზე გამართლებული არჩევანია.
სველი ღრუბელი სრულიად გამოუსადეგარია, რადგან ის, გაწმენდის ნაცვლად, ბაქტერიების გამრავლების ადგილი ხდება. მათეთრებელი ნივთიერებები პოლიკარბონატის ელემენტებს ანადგურებს, ხოლო ასეთი დაზიანება ახალ, ძნელადმოსაშლელ კერებს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ მიკროფიბრი ან ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი.
რამდენად ხშირი უნდა იყოს სერვისი?
პასუხი დამოკიდებულია შენობის ტიპსა და ტრაფიკზე. სავაჭრო ცენტრებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ადამიანების ნაკადი მაღალია, ყოველდღიური დეზინფექცია გამართლებულია. ოფისებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში კვირაში ორ-სამჯერ შეიძლება, საკმარისი იყოს.
CLC Elevator – სერვისი, რომელიც სრულ ციკლს მოიცავს
CLC Elevator ლიფტის მომსახურებას სრულ ციკლში აერთიანებს – მონტაჟიდან ყოველდღიური მოვლის ჩათვლით. ჩვენი გუნდი ლიფტის ყველა ზონასთან მუშაობის გამოცდილებს ფლობს. ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში ტექნიკური სპეციალისტი 24/7 კავშირზეა.




