Logo Left
Logo Right
ესკალატორები და ტრავოლატორები სავაჭრო ცენტრში
CLC Elevator · FUJISJ

ლიფტი და ესკალატორი სავაჭრო ცენტრებში: მომხმარებელთა ნაკადების მართვა

სავაჭრო ცენტრში ვიზიტორის მოძრაობა ყოველთვის ვერტიკალურია - პარკინგიდან სავაჭრო სართულამდე, სავაჭრო სართულიდან საკვებ ზონამდე, აქედან - გასართობ სივრცემდე. ამ პროცესში ხალხის ნაკადს, როგორც წესი, ლიფტი ან ესკალატორი არეგულირებს. სწორედ ამ მიზეზით ვერტიკალური ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი და ინფრასტრუქტურის ნაწილია.

პიკის საათი და ლიფტის დატვირთვა

შაბათ-კვირას ან სეზონური გაყიდვების პერიოდში სავაჭრო ცენტრი საათში ათასობით ვიზიტორს ემსახურება. ნელი ან გაუმართავი სისტემა ამ პირობებში ნაკადის შეფერხებას ქმნის - ვიზიტორი სართულებს შორის მარტივად ვერ გადაადგილდება.

სწორად შერჩეული ვერტიკალური სისტემა ამ პრობლემას კონსტრუქციულად წყვეტს - ნაკადი ნელდება და სართულებს შორის ბუნებრივად ნაწილდება.

სავაჭრო ცენტრის ესკალატორები პიკის საათებში

ლიფტი სავაჭრო ცენტრისთვის: ტექნიკური მხარე

კომერციული კლასის ესკალატორი 24-საათიანი, შეუჩერებელი მუშაობისთვის იქმნება. FUJISJ-ის ლიფტები, რომლებსაც CLC Elevator მომხმარებელს საქართველოში სთავაზობს, ერთ სისტემაზე საათში 4500-დან 9000-მდე ვიზიტორის მომსახურების საშუალებას იძლევა. ეს მაჩვენებელი დიდი მასშტაბის ობიექტების დაგეგმვისას გადამწყვეტი ფაქტორია.

სისტემები სენსორული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ნაკადის ზრდისთანავე სიმძლავრე ადაპტირდება, კლებისას კი ენერგიის მოხმარება თავისთავად მცირდება. ციფრული VVVF ამძრავი კი, ჩვეულებრივ სისტემებთან შედარებით, ენერგიის მოხმარებას 30-40%-ით ამცირებს.

FUJISJ ესკალატორები და ტრავოლატორები — ტექნიკური მხარე

ესკალატორი სავაჭრო ცენტრისთვის: სად უნდა დაიდგას

ადამიანთა მოძრაობის ქცევა გათვლადია. კვლევები აჩვენებს, რომ სავაჭრო სივრცეში შემოსულნი, წესით, ჯერ მარჯვნივ გადაადგილდებიან. ამ ქცევის გათვალისწინება ესკალატორის ადგილის განსაზღვრაზე ახდენს გავლენას. ვიზიტორთა ნაკადს - შესასვლელებთან, ატრიუმებში, მაღაზიების სიახლოვეს - სწორად განლაგებული სისტემა ობიექტის სხვადასხვა ნაწილში ბუნებრივად მიმართავს.

ეს ოპტიმიზაცია პროექტირების ეტაპზე ხდება. სწორედ მაშინ არის CLC Elevator-ის გუნდის ჩართულობა ყველაზე ღირებული.

ესკალატორის სწორი განლაგება სავაჭრო ცენტრში

ესკალატორი და ლიფტი სავაჭრო ცენტრისთვის

ესკალატორი ვიზიტორთა ძირითად ნაკადს მართავს, ლიფტი კი სხვა მოთხოვნებს პასუხობს, როგორებიცაა საბავშვო ეტლის, ტვირთის გადაადგილება, ასევე მობილობის შეზღუდვა. ერთ-ერთის გარეშე სქემა სრული აღარ არის.

FUJISJ-ის კატალოგი სამგზავრო და სატვირთო ლიფტებს, ესკალატორებსა და ტრავოლატორებს მოიცავს. სხვადასხვა ტიპის ობიექტისთვის საჭირო ყველა მოწყობილობას ერთი პარტნიორისგან, CLC Elevator-თან თანამშრომლობის შემთხვევაში მიიღებთ.

ესკალატორი და ლიფტი სავაჭრო ცენტრში ერთ სისტემაში

სი ელ სი - პროექტიდან მომსახურებამდე

CLC Elevator-ის გუნდი როგორც ახალ მშენებლობებზე, ისე მოქმედი ობიექტების მოდერნიზაციაზე მუშაობს. სამუშაო პროექტირებას, მონტაჟს და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს. რაც მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში ტექნიკური გუნდი 24 საათის განმავლობაში კავშირზეა.

FUJISJ-ის ყველა მოდელს თან ახლავს 2-3 წლიანი სრული გარანტია, რომელიც ქარხნულ დეფექტებს ფარავს და საჭიროების შემთხვევაში, კომპონენტის შეცვლასაც ითვალისწინებს.

CLC Elevator — პროექტირება, მონტაჟი და ტექნიკური მხარდაჭერა

დაგვიკავშირდით

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

საქართველო, ქ. თბილისი - სოფელი დიღომი, გელა გოგიშვილის ქუჩა N10

საქართველო, ქ. ბათუმი - ჟიული შარტავას ქუჩა N8