Logo Left
Logo Right

ესკალატორი

ესკალატორი ადამიანების დიდი ნაკადის სწრაფი გადაადგილებისთვის ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. მისი მთავარი დანიშნულება მგზავრების მაქსიმალურად მოკლე დროში გადაყვანა სართულებს შორის.

ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხალხის დიდი ნაკადი ნორმაა (სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, მეტრო, ა.შ.) ესკალატორი არა უბრალოდ ვიზიტორთა კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ მოძრაობის ოპტიმალურად მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტია. სწორად განლაგებული ესკალატორები სრულიად კომერციული სივრცის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტია.

ესკალატორის სპეციფიკური მახასიათებლები

ესკალატორს ძირითადად იყენებენ

ესკალატორი იდეალური გადაწყვეტაა ვერტიკალური გადაადგილებისთვის იქ, სადაც ადამიანების დიდი ნაკადია. მისი უპირატესობა უწყვეტ მუშაობაშია, რითაც ის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სატრანსპორტო საშუალებებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, სტანდარტული ლიფტები.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორებს დიდი ფართობის დაფარვა სჭირდებათ არა მხოლოდ სართულებს შორის, არამედ ჰორიზონტალური მიმართულებით, საუკეთესო ლოგისტიკური გადაწყვეტაა ტრავოლატორი, იგივე მოძრავი ბილიკი. მას ყველაზე ხშირად დიდ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბებში შეხვდებით, მაგალითად აეროპორტებსა და მატარებლის გაჩერებებზე.

რადგან მაღალი მგზავრთნაკადის გადაყვანაზეა გამიზნული, მნიშვნელოვანია თანამედროვე ესკალატორები გამძლე და ცვეთაგამძლე მასალებისგან დამზადდეს. მნიშვნელოვანია კონსტრუქცია და მექანიზმები უძლებდეს ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციას, რათა გაუმართაობის რისკი აბსოლუტურ მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

CLC Elevator: ესკალატორის მონტაჟი და სერვისი

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა,

რომელიც სტანდარტული თუ სპეციალიზირებული ლიფტების მონტაჟსა და სერვისთან ერთად, ქართველ მომხმარებლებს ესკალატორებისა და ტრავოლატორების სრულმასშტაბიან სერვისსაც სთავაზობს.

ჩვენთან სატვირთო ლიფტის მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ მოდელის შერჩევასა და მონტაჟს, არამედ მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მომსახურებას 24/7:

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა