პანორამული ლიფტი არა უბრალოდ ვერტიკალური ტრანსპორტირების ინსტრუმენტი, არამედ თანამედროვე არქიტექტურის ეფექტური საიმიჯო დეტალია, რომელსაც ხშირად პირდაპირი გავლენა აქვს კომერციული დაწესებულების ღირებულებასა და იმიჯზე.
სხვა ტიპის ლიფტებისგან განსხვავებით, ის არა დამალული მექანიზმი, არამედ არქიტექტურული დიზაინის თვალსაჩინო დეტალია, რომელის დანიშნულებაა სართულებს შორის გადაადგილება მგზავრებისთვის შთამბეჭდავ გამოცდილებად აქციოს.
ასეთი ლიფტის დამონტაჟება ერთდროულად პრაქტიკული და მარკეტინგული გადაწყვეტილებაა: ერთის მხრივ ის ქმნის ღია და ნათელ სამგზავრო სივრცეს, მეორეს მხრივ ასეთი ლიფტები ხშირად წარმატებული, პრესტიჟული კომპანიის იმიჯთან ასოცირდება. ამ ფაქტორებს კი ხშირად პირდაპირი გავლენა აქვთ ქონების კომერციულ მიმზიდველობასა და საბაზრო ღირებულებაზე.
თანამედროვე პანორამული ლიფტები აღჭურვილია საიმედო ამძრავი სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს მგზავრობის მაქსიმალურ სირბილეს, სიჩუმესა და ენერგოეფექტურობას. უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი სისტემები კი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა,
რომელიც უკვე უზრუნველყოფს ათობით პანორამული ლიფტების სრულმასშტაბიან მომსახურებას.
CLC-ში პანორამული ლიფტის მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ მოდელის შერჩევასა და მონტაჟს, არამედ მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მომსახურებას 24/7 რეჟიმში: