საავადმყოფოს ლიფტი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც კონკრეტულად სამედიცინო დაწესებულების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო მახასიათებლების გათვალისწინებით არის შექმნილი. ამ ტიპის ლიფტების დანიშნულებაა პაციენტების, პერსონალისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეუფერხებელი და უსაფრთხო ვერტიკალური გადაადგილება.
კლინიკურ გარემოში ლიფტის დაცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პაციენტის დროული დახმარება და პერსონალის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მის გამართულ მუშაობასთან. სტანდარტული ლიფტებისგან განსხვავებით, საავადმყოფოებისთვის განკუთვნილი მოდელები მოძრაობის სირბილის, ჰიგიენის სტანდარტებისა და მუშაობის უწყვეტობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებით იქმნება.
თუ კლინიკის პერსონალს ხშირად უწევს განსაკუთრებით მძიმე და მოცულობითი სამედიცინო აპარატურის ან სხვა მსგავსი ტვირთის სართულებს შორის ტრანსპორტირება, შესაძლოა ოპტიმალური გამოსავალი იყოს ცალკე სპეციალიზებული სატვირთო ლიფტის დამონტაჟება. ასეთი ლიფტები გამძლეობითა და მაღალი ტვირთამწეობით გამოირჩევა, და, თანაც, მგზავრებთან ასეთი ტვირთის კონტაქტის შემცირება უსაფრთხოების ხარისხსაც გაზრდის.
სწორი მოდელის შერჩევა და მისი მონტაჟი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესია. გასათვალისწინებელია, რომ ლიფტი კლინიკებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს რიგ მოთხოვნილებებს, რომელსაც სტანდარტული სამგზავრო ლიფტი შესაძლოა ვერ მოერგოს. მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილი უნდა იყოს ელექტროენერგიის სარეზერვო სისტემით, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა.
CLC Elevator საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა,
რომელიც უკვე უზრუნველყოფს ათობით წამყვან საავადმყოფოში ლიფტების სრულმასშტაბიან მომსახურებას, მათ შორის თოდუას კლინიკას.
ჩვენთან საავადმყოფოს ლიფტის მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ მოდელის შერჩევასა და მონტაჟს, არამედ მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მომსახურებას 24/7 რეჟიმში: