Logo Left
Logo Right

სახლის ლიფტი - Home Lift

სახლის ლიფტები განკუთვნილია მხოლოდ ადამიანების ტრანსპრტირებისთვის. მათი გამოყენება ტვირთის ან სხვა არაჰუმანური დატვირთვის გადასაზიდად მკაცრად აკრძალულია!

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახლის ლიფტი (home lift) ფუფუნების საგნიდან თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ინტეგრალური ნაწილად იქცა. თუ სულ ცოტა ხნის წინ სახლის ლიფტებს მხოლოდ ყველაზე მდიდარი 1% თუ ამონტაჟებდა, ახლად აშენებულ კერძო სახლებში ის სულ უფრო ხშირად გვხვდება, მასშტაბების მიუხედავად. 

ეს არის პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, კომპაქტური და უსაფრთხო ვერტიკალური ტრანსპორტი, რომელიც კომფორტისა და შეუზღუდავი გადაადგილების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. სახლის ლიფტები ზრდიან მრავალსართულიან სახლში არა მხოლოდ კომფორტს, არამედ საბაზისო უსაფრთხოების დონესაც – განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის. 

სახლის ლიფტი სპეციალიზებული სამგზავრო ლიფტია, რომელიც კომერციული ანალოგებისგან განსხვავებით, საცხოვრებელი გარემოს სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება. მისი მთავარი პრაქტიკული დანიშნულება სართულიდან სართულზე მობილობის მნიშვნელოვნად გამარტივებაა, რათა ოჯახის ყველა წევრმა – ყველაზე მოწყვლადების ჩათვლით –  საკუთარ სახლში თავი დამოუკიდებლად და დაცულად იგრძნოს.

სახლის ლიფტის სპეციფიკური მახასიათებლები

მონტაჟისას გაითვალისწინეთ, რომ სახლის ლიფტი, როგორც წესი, განკუთვნილია მხოლოდ ადამიანის ტრანსპორტირების. მისი საშუალო ტვირთამწეობა 320 კმ-დეა და ერთდროულად 2-3 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. რაც შეეხება ტვირთს: შეგიძლიათ მისი დახმარებით აიტანოთ სტანდარტული ყოველდღიური ტვირთი (მაგ. სამგზავრო ჩემოდანი), მაგრამ დიდი მასშტაბის და მძიმე ტვირთის გადასაზიდად მისი გამოყენება დაუშვებელია.

სახლის ლიფტის ძირითადი ფუნქციები

CLC Elevator: სრული სერვისი თქვენი სამზარეულოს ლიფტისთვის

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა,

რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სახლის ლიფტების სრული მომსახურების პაკეტს, პროექტირებიდან დაწყებული, მონტაჟითა და შემდგომი სერვისით დამთავრებული. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი სახლისთვის იდეალური ლიფტის შერჩევას და მის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებას 24/7 რეჟიმში:

თუ გსურთ გაიგოთ მეტი ჩვენს სატვირთო ლიფტებსა და პროფესიონალურ სერვისებზე, დაგვიკავშირდით კონსულტაციის მისაღებად

 

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა