Logo Left
Logo Right

ტრავოლატორი

ტრავოლატორის დანიშნულება

ტრავოლატორი, იგივე ტრაველატორი ან მოძრავი ბილიკი უზრუნველყოფს ადამიანების დიდი ნაკადის კომფორტულ და ეფექტურ გადაადგილებას ჰორიზონტალურ ან მცირედ დახრილ სიბრტყეზე. თანამედროვე, მასშტაბურ კომერციულ ობიექტებში, სადაც ტრაფიკი მაღალია, ხოლო მანძილები ერთი ობიექტიდან მეორემდე — გრძელი, ტრავოლატორი უწყვეტი გამართული ტრანზიტის აუცილებელი ელემენტია.

ისეთ ობიექტებში, როგორც აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები, ტრავოლატორები არა მხოლოდ დიდი მანძილების ფეხით დაფარვასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ამცირებს, არამედ მგზავრთა ნაკადის ოპტიმიზაციისთვის არის აუცილებელი. ასევე უზრუნველყოფს სივრცის სრულ ხელმისაწვდომობას და ამცირებს ტრანზიტთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ტრავოლატორის საშუალებით, მგზავრებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ მძიმე ბარგით, საბავშვო ეტლებითა თუ სავაჭრო ურიკებით.

ტრავოლატორის სპეციფიკური მახასიათებლები

ტრავოლატორებს ძირითადად იყენებენ

სატრანზიტო ჰაბები: აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში ტრავოლატორი ლოგისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამცირებს ობიექტის რომელიმე მონაკვეთის გადატვირთვასა და გადაკეტვას, აწესრიგებს მოძრაობას და უზრუნველყოფს ტერმინალებსა და ბაქნებს შორის სწრაფ და ორგანიზებულ გადაადგილებას.

სავაჭრო ცენტრები: მრავალსართულიან კომერციულ ობიექტებში სულ უფრო ხშირია დახრილი ტრავოლატორის მონტაჟი. სტანდარტული ესკალატორი შესაძლოა არ იყოს საკმარისი განსაკუთრებით დიდი ტრაფიკის კონტროლისთვის და მასზე ვერ ტარდება სავაჭრო ურიკები — ტრავოლატორი კი შოპინგზე ორიენტირებულ მომხმარებელს გადაადგილებაში არ ზღუდავს, დიდი ტვირთის შემთხვევაშიც კი. 

  • საზოგადოებრივი და კომერციული შენობები: განსაკუთრებით მასშტაბური საგამოფენო ცენტრები, სტადიონები და კომერციული ობიექტები აქტიურად იყენებენ ტრავოლატორებს ვიზიტორთა წვდომის გასამარტივებლად (მაგ. Yebisu Skywalk ტოკიოში) და დიდი ტრაფიკის ეფექტურად სამართავად. უწყვეტი მუშაობის პრინციპი მნიშვნელოვნად ამცირებს რიგებისა და შეყოვნების წარმოქმნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროში გაწერილი ღონისძიებების დროს.

 

  • ტრავოლატორის დამონტაჟება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ავსებს შენობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ლიფტები უზრუნველყოფენ ვერტიკალურ გადაადგილებასა და სართულებს შორის კავშირს, მაგრამ სწორედ ტრავოლატორი წყვეტს ჰორიზონტალური ნაკადების მართვის ამოცანას. ლიფტების, ესკალატორებისა და ტრავოლატორების სწორი კომბინაცია ქმნის ერთიან, უწყვეტ სისტემას, რომელიც თანამედროვე კომერციული თუ საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირებას ბევრად ეფექტურს ხდის.

CLC Elevator: ტრავოლატორის მონტაჟი და სერვისი

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა, რომელიც სტანდარტული თუ სპეციალიზებული ლიფტების მონტაჟსა და სერვისთან ერთად, ქართველ მომხმარებლებს ესკალატორებისა და ტრავოლატორების სრულმასშტაბიან სერვისსაც სთავაზობს.

 

ჩვენი სერვისი მოიცავს არა მხოლოდ კომერციული სივრცისთვის ოპტიმალური ტრავოლატორის მოდელის შერჩევასა და მონტაჟს, არამედ მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მომსახურებას 24/7 რეჟიმში:

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა