სამგზავრო ლიფტები განკუთვნილია მხოლოდ ადამიანების ტრანსპრტირებისთვის. მათი გამოყენება ტვირთის ან სხვა არაჰუმანური დატვირთვის გადასაზიდად მკაცრად აკრძალულია!
სამგზავრო ლიფტების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის წარმოდგენა. ლიფტი აუცილებელი ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების კომფორტულ და ეფექტურ გადაადგილებას მრავალსართულიან შენობებში.
CLC Elevator კატალოგში იხილავთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საიმედო სამგზავრო ლიფტების ფართო არჩევანს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის პროექტის საჭიროებებზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
არსებობს სამგზავრო ლიფტების რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან მათი ტექნიკური მახასიათებლებით, დანიშნულებითა და ფუნქციური შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
CLC Elevator დღეს საქართველოს ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან თანამშრომლობს.
სამგზავრო ლიფტებში CLC Elevator ექსკლუზიურად წარმოადგენს FUJISJ ბრენდს, რომლის მოდელებიც იდეალურია სტანდარტული საცხოვრებელი კორპუსებისთვის. FUJISJ-ის ლიფტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, დაბალი ხმაურით, გამძლეობით და საქართველოს ბაზარზე მორგებული გონივრული ღირებულებით