ლიფტი რესტორნისთვის

რესტორნის, იგივე კვების ლიფტი, იგივე Dumbwaiter, პატარა სატვირთო ლიფტია, რომელიც ნივთების, მზა კერძებისა და ჭურჭლის გადასატანად გამოიყენება. ის არ არის გათვლილი ადამიანის გადასაყვანად – კაბინის ზომები 1 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, ტვირთამწეობა კი 50-დან 500 კილოგრამამდე მერყეობს.

 

მოწყობილობა ელექტროძრავით მუშაობს და ღილაკზე დაჭერით იმართება. 

 

ტექნიკურად, ეს მოწყობილობა რელსებზე მოძრავი კაბინაა, რომელიც შახტში გადაადგილდება. თანამედროვე მოდელები უხმაუროდ მუშაობს, რაც სარესტორნო გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რესტორნის ლიფტის გამოყენების პირობები

ლიფტები რესტორნებისთვის, პირველ რიგში, ისეთ ობიექტებშია საჭირო, სადაც სამზარეულო და სასადილო სხვადასხვა სართულზეა. 

რესტორნის ლიფტი გამოიყენება:

მზა კერძების სწრაფი მიწოდებისთვის

გამოყენებული ჭურჭლის სამრეცხაოში გადასატანად

ბარში სასმელების გადასატანად

საწყობიდან პროდუქციის მარაგის შესავსებად

რესტორნის გარდა, ეს მოწყობილობა დამონტაჟებულია სასტუმროებში, საბანკეტო დარბაზებში, კორპორაციულ დაწესებულებებში, სკოლებსა და ბაღებში. 

ყოველდღიური ეფექტი

  • ზრდის სერვისის სიჩქარეს;

     

  • ზოგავს პერსონალის რესურსს;

     

  • გამოსაყენებლად უსაფრთხოა – სამზარეულოს ლიფტი პერსონალის გადაადგილებასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს;

     

  • დაცულია ჰიგიენა – დახურულ კაბინაში მოთავსებული საკვების დაბინძურების რისკი მინიმალურია. 

ტექნიკური მახასიათებლები

ლიფტები რესტორნისთვის რამდენიმე ძირითადი პარამეტრით ხასიათდება, რომლებიც ობიექტის საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩევა:

ტვირთამწეობა

მცირე რესტორნისთვის, სადაც ძირითადად კერძები და ჭურჭელი გადაიტანება, 100-200 კგ-იანი მოდელი საკმარისია. ლუდის კასრებს ან დიდი მოცულობის მარაგს უფრო მაღალი ტვირთამწეობა სჭირდება

კაბინის ზომა

სტანდარტული ზომები 700×750 მმ-დან იწყება. ზომა მორგებადია კონკრეტული საჭიროების მიხედვით

სიჩქარე

  • 0.25-დან 1.5 მეტრ/წამამდე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ კერძი სამზარეულოდან სასადილოში რამდენიმე წამში მოხვდეს

მასალა

კაბინა, როგორც წესი, უჟანგავი ფოლადისაა (SS304), რაც ჰიგიენურობას და გამძლეობას ერთდროულად უწყობს ხელს

ამძრავი სისტემა

არსებობს როგორც ბაგირიანი (ე.წ “ლებიოტკა”), ისე ჰიდრავლიკური მექანიზმები.

ფაქტორები, რომლებიც შერჩეულ მოდელსა და მის ღირებულებას განსაზღვრავს

ყველა ობიექტი განსხვავებულია და შერჩევამდე რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ: 

 

  • რამდენ სართულიანია შენობა

     

  • რა სიმაღლეა სართულებს შორის – ამაზე ლიფტის ტრასის სიგრძე და სიმძლავრეა დამოკიდებული.

     

  • რას გადაიტანთ ძირითადად – მხოლოდ კერძებსა და ჭურჭელს, თუ მძიმე მარაგსაც. 

CLC Elevator - ლიფტები რესტორნებისთვის

CLC Elevator საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ, კომერციულ თუ საჯარო ობიექტებზე მუშაობს. 


სრული პროცესი პროექტირებიდან მონტაჟამდე და შემდგომ, ტექნიკურ მომსახურებამდე, CLC-ის გუნდის მიერ იმართება. ჩვენი ლიფტები აკმაყოფილებს ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც Module H1 სერტიფიკატი და ISO 9001:2015 ადასტურებს.

კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა