

ლიფტების ინდუსტრიაში კომპანიის სანდოობა და პროფესიონალიზმი თქვენი უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიაა. დღეს იმის საუკეთესო საბუთი, რომ კომპანია ნამდვილად იმსახურებს თქვენს ნდობას საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობაა.
CLC Elevator-სთვის ევროპული სტანდარტების დაცვა მუშაობის მთავარი პრინციპია. რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანია ISO 9001:2015 სტანდარტის დამადასტურებელ საბუთსა და Module H1-ის სერტიფიკატს ფლობს.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის (QMS) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია. ამ სტანდარტის დაკმაყოფილება ადასტურებს, რომ კომპანიას დანერგილი აქვს ხარისხის უზრუნველყოფის უმკაცრესი პროცედურები ყველა ეტაპზე — დაპროექტებიდან დაწყებული, მონტაჟითა და შემდგომი მომსახურებით დამთავრებული.
სტანდარტის დაკმაყოფილების საბუთს დამოუკიდებელი აუდიტორი გასცემს და მისი ფლობა ნიშნავს, რომ კომპანია მუდმივად მუშაობს პროცესების გაუმჯობესებაზე, უზრუნველყოფს პროდუქციისა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს და სრულად აკმაყოფილებს როგორც მომხმარებლის, ისე საკანონმდებლო მოთხოვნებს.
კონკრეტულად ლიფტების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ კომპანია სისტემურად უდგება ხარისხის კონტროლს, ამცირებს შეცდომების ალბათობას და პასუხისმგებლობას იღებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე.
სანდო კომპანიასთან თანამშრომლობა კი ნიშნავს, რომ თქვენი ლიფტის თითოეული კომპონენტი და სამონტაჟო პროცესი მკაცრად კონტროლდება, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მრავალწლიან ექსპლუატაციას ნიშნავს.
Module H1 შესაბამისობის შეფასების პროცედურაა, რომელსაც პირდაპირ ევროკავშირის ლიფტების დირექტივით (2014/33/EU) საზღვრავს. ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის სრული სისტემა — დიზაინი, წარმოება, მონტაჟი და ტესტირება — შემოწმებული და დამტკიცებულია აკრედიტებული ევროპული ორგანოს (Notified Body) მიერ.
შეფასება კომპლექსურია და სერტიფიკატის მიღება გულისხმობს, რომ ლიფტი და მისი ყველა კომპონენტი შეესაბამება ევროპის ყველაზე მკაცრ და ტექნიკურ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
Module H1 სერტიფიკატის ფლობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, ლიფტს მიენიჭოს CE მარკირება და შეძლოს ლეგალურად ოპერირება ევროკავშირის ბაზარზე.
Module H1 სერტიფიკატის ფლობა მომსახურე (და არა მწარმოებელი) კომპანიის მიერ მიუთითებს მის უმაღლეს კვალიფიკაციასა და პასუხისმგებლობაზე.
ასეთი სერტიფიკატის მქონე ლიფტების კომპანია ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია არა მხოლოდ უშუალოდ სამონტაჟო სამუშაოების ხარისხზე, არამედ მთლიანად ლიფტის, როგორც ერთიანი სისტემის, ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაზე.
