

CLC Elevator თქვენი სრულფასოვანი პარტნიორია საქართველოში ვერტიკალური ტრანსპორტის სფეროში — პროექტის პირველი ნახაზიდან, ლიფტის ოპერაციის განგრძობით უზრუნველყოფამდე
21-ე საუკუნეში ნებისმიერი მრავალსართულიანი შენობისთვის ლიფტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. მისი დაპროექტება და მონტაჟი კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ სიზუსტეს, არამედ საქართველოს კანონმდებლობის უზადო ცოდნას.
2018 წლიდან CLC Elevator სტრატეგიულ პარტნიორობაშია ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებთან და ზრუნავს მათ პროექტებში განთავსებული ვერტიკალური ტრანსპორტის გამართულ ოპერაციაზე. თუ ეძებთ სანდო ლიფტების კომპანიას, რომელიც პროცესის ყველა ეტაპის მართვას სრულად თავის თავზე აიღებს და სრულად დაგიცავთ ყველა პოტენციური — ფიზიკური თუ იურიდიული — რისკისგან, მაშინ CLC Elevator თქვენი პროექტისთვის საუკეთესო არჩევანია. ჩვენი მისიაა ქვეყანაში ლიფტების მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტის დაწესება – თითოეული მგზავრის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.
CLC Elevator-ის მომსახურება მოიცავს სრულ საინჟინრო ციკლს, შენობის არქიტექტურულ თავისებურებებზე მორგებული ლიფტის პროექტირებიდან დაწყებული, მისი მონტაჟითა და შემდგომი, უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერით დამთავრებული.

ყოველი წარმატებული პროექტი სწორი დაგეგმვით იწყება. ჩვენი პირველი ნაბიჯი სამუშაო ობიექტის სრული სტრატეგიული ანალიზია.
ამ ეტაპზე ჩვენი ექსპერტების გუნდი ადგილზე შეისწავლის თქვენი შენობის სპეციფიკას,ჩაატარებს მგზავრთა ნაკადის ანალიზს, ტვირთამწეობის მოთხოვნებსა და ადაპტირებული გარემოს საჭიროებებს.
ამ ანალიზის საფუძველზე, კი ვიწყებთ თანამშრომლობას თქვენი გუნდის წევრებთან — პირველ რიგში კი კომპეტენტურ არქიტექტორებთან თუ მშენებლებთან — რათა ერთობლივი ძალისხმევით შევიმუშაოთ პროექტისთვის ყველაზე ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც შეესაბამება პროექტის მიზნებს, ბიუჯეტსა და გრძელვადიან მოთხოვნებს, იქნება ეს სტანდარტული სამგზავრო ლიფტი თუ უფრო სპეციფიკური მახასიათებლების მოდელი (მაგ. საავადმყოფოს ან პანორამული ლიფტი).
როდესაც დასრულდება კონსულტაციის ეტაპზე გათვალისწინებული პროცესები , ჩვენი საინჟინრო გუნდი არქიტექტურული ნახაზების საფუძველზე ქმნის ლიფტის დეტალურ, ინდივიდუალურ სამონტაჟო პროექტს.
ამ პროცესის მიზანია ლიფტის შემდგომი უნაკლო ინტეგრაცია შენობის დიზაინსა და სტრუქტურაში, რათა მომავალში არ იყოს საჭირო ძვირადღირებული სტრუქტურული ცვლილებების შეტანა.
ჩვენ ვამზადებთ დეტალურ ტექნიკურ ხარვეზებს (CAD) ნახაზებს, ვარჩევთ მასალებს და ვსაზღვრავთ ყველა ტექნიკურ სპეციფიკაციას, მათ შორის სიჩქარეს, ამძრავი მექანიზმის ტიპსა და უსაფრთხოების სისტემებს – საქართფველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად..


CLC Elevator სრულად უზრუნველყოფს ლიფტის ტრანსპორტირების პროცესს ქარხნიდან თქვენს ობიექტამდე.
ეს გულისხმობს მიწოდების გრაფიკის ზუსტ სინქრონიზაციას სამშენებლო პროცესის საერთო ვადებთან, რაც თავიდან აგაცილებთ სხვა სამუშაოების შეფერხებას.
CLC Elevator უზრუნველყოფს ყველა კომპონენტის უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და ობიექტზე დასაწყობებას, რათა მაქსიმალურად დაგიცვათ შეფერხებებსა თუ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.
თქვენი პროექტისთვის განკუთვნილი ნებისმიერი მოდელი: სამგზავრო, საავადმყოფო, სატვირთო ლიფტი თუ სხვა, ობიექტზე მოწოდებული იქნება ზუსტად საჭირო დროს.
ლიფტების ინსტალაცია პროექტის ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი ეტაპია. პროცესში უმთავრესია ტექნიკური სიზუსტე და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რასაც ჩვენი სერტიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი უზრუნველყოფს.
ეს ეტაპი იწყება ლიფტის შახტის, ორმოსა და სამანქანე განყოფილების მომზადებით, რის შემდეგაც ხდება უშუალოდ ძირითადი კომპონენტების მონტაჟი.
ფიზიკური სამუშაოების პარალელურად, მონტაჟის დასრულების შემდეგ კი, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას პროექტის ჩაბარებასთან დაკავშირებულ ყველა ბიუროკრატიულ პროცესზე: ობიექტზე ვიწვევთ აკრედიტებულ ორგანოს ტექნიკური ექსპერტიზისთვის, ვარეგისტრირებთ ლიფტს შესაბამის რეესტრში და უზრუნველვყოფთ ინსპექტირების სერტიფიკატის მოპოვებას.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს როგორც სტანდარტულ, ისე სპეციფიკურ პროექტებს, მათ შორის ესკალატორის, ტრავოლატორის, პანორამული, შშმ პირებისა და საავადმყოფოს ლიფტის მონტაჟს.
ჩვენი პორტფოლიო ადასტურებს, რომ ვმუშაობთ ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტზე — იქნება ეს ინდუსტრიული დანიშნულების მოდელი თუ კომპაქტური სახლის ან სამზარეულოს ლიფტი.


ყველაზე მნიშვნელოვანი ლიფტის მონტაჟის შემდეგ არსებული პროცესია. CLC Elevator უზრუნველყოფს ლიფტების სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას ოპერირებისას.
ნებისმიერი გაუმართაობის ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ჩვენი ტექნიკური გუნდი მზად არის დაგეხმაროთ 24/7 რეჟიმში. ამასთანავე, ჩვენს მიერ ლიფტის მომსახურება მოიცავს კრიტიკული კომპონენტების პერიოდულ, გეგმურ შემოწმებას, შესაძლო ცვეთის დროულად აღმოფხრვის მიზნით.
ეს სერვისი მაქსიმალურად ახანგრძლივებს ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის ვადას.
CLC Elevator გთავაზობთ ყველა ლიფტის მოდელზე 2 ან 3 წლიან სრულ გარანტიას ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან.
გარანტია ვრცელდება ლიფტის კომპონენტებზე აღმოჩენილ ნებისმიერ ქარხნულ დეფექტზე — წარმოების ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ შევაკეთებთ ან შევცვლით სტანდარტების შეუსაბამო კომპონენტს.
საგარანტიო პირობები უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტებით დაპროექტებულ, სრულიად უსაფრთხო ლიფტს.

თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება, დაგვიკავშირდით ტელეფონით ან E-mail-ით. შემდეგ ეტაპზე შეძლებთ მოგვაწოდოთ თქვენი პროექტის დეტალები, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი სპეციალისტები აარჩევენ შესაფერის ლიფტის მოდელს და მოგიმზადებენ თქვენს პროექტზე მორგებულ შეთავაზებას.
CLC Elevator უკვე მრავალი წამყვანი კომპანიის საიმედო პარტნიორია ლიფტების სფეროში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უზრუნველყოფთ ლიფტების არა მხოლოდ პროექტირებასა და მონტაჟსს, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებას როგორც ლიფტებისთვის ბათუმში, თბილისსა და რუსთავში.
პროცესში ყოველთვის ვიცავთ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენი საერთაშორისო სერტიფიკატებიც ადასტურებს. ამ წინადადებას თუ ცოტა დავალაგებთ და შევამოკლებთ გადასარევი იქნება