
არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა კომპლექსური პროცესია, რომელშიც უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ასეთ დროს ლიფტი ხშირად აღიქმება, როგორც მორიგი ტექნიკური აუცილებლობა, თუმცა, როდესაც მშენებლობა სრულდება და შენობა ფუნქციონირებას იწყებს, სწორედ ეს „ტექნიკური დეტალი“ ხდება მაცხოვრებლებისთვის კომფორტის ან მუდმივი პრობლემების წყარო.
თუ ვერტიკალური ტრანსპორტი არასწორადაა დაგეგმარებული, შენობა ვერ იმუშავებს ისე, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო, რაც დამკვეთის უკმაყოფილებასა და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.
სწორედ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად არსებობს ვერტიკალური სატრანსპორტო საშუალებების, იგივე ლიფტების დაპროექტების (VTA) პრაქტიკა. ეს პროცესი დაგეგმარების საწყის ეტაპზევე კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვას და მისგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას გულისხმობს. ამ პროცესში CLC Elevator მარტივად დაგეხმარებათ.
სივრცის ეკონომია და არქიტექტურული თავისუფლება
არქიტექტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასარგებლო ფართობის მაქსიმალურად ათვისებაა. ძველი ტექნოლოგიებით სარგებლობის დროს, ლიფტის შახტა და მის თავზე არსებული სამანქანო ოთახი მნიშვნელოვან სივრცეს იკავებდა. ხშირად, ეს ზღუდავდა შენობის სიმაღლეს. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, თუმცა ყველა პროექტში ეს სიახლეები ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული.
თანამედროვე სისტემები იყენებს ე.წ. „სამანქანო ოთახის გარეშე“ (MRL) ტექნოლოგიას. ამ შემთხვევაში, კომპაქტური ძრავა უშუალოდ შახტის ზედა ნაწილში თავსდება და დამატებით ტექნიკურ სართულს აღარ საჭიროებს. არქიტექტორისთვის ეს ნიშნავს გათავისუფლებულ სივრცეს, რომელიც შეიძლება პენტჰაუსად, ღია ტერასად ან მწვანე ზონად იქცეს – დამკვეთის სურვილისამებრ.
ხალხის ნაკადის ანალიზი ლიფტის დაგეგმარებისას
ლიფტის შერჩევა არ გულისხმობს მხოლოდ იმის გადაწყვეტას, თუ რამდენი კილოგრამის აწევას შეძლებს კაბინა. მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ როგორ და რა ინტენსივობით იმოძრავებენ ადამიანები შენობაში დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ამას პროფესიულ ენაზე „People Flow“ ანუ ხალხის ნაკადის ანალიზი ჰქვია.
სხვადასხვა დანიშნულების შენობას რადიკალურად განსხვავებული ლოგიკა აქვს. მაგალითად, ბიზნესცენტრებში კრიტიკული დრო დილის საათებია, როდესაც თანამშრომლების დიდი ნაწილი თითქმის ერთდროულად შედის შენობაში და ზედა სართულებზე ასვლას ცდილობს. თუ ლიფტების რაოდენობა ან მათი სიჩქარე არასწორადაა გათვლილი, რიგი იქმნება.
კანონმდებლობა და უსაფრთხოების სტანდარტები
ტექნიკურ პარამეტრებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარე. საქართველოში მოქმედი მთავრობის 41-ე დადგენილება „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების შესახებ“ მკაცრ ჩარჩოებში აქცევს ლიფტების დაპროექტების პროცესს. ხშირად პროექტის ჩაბარებისას პრობლემები იქმნება სწორედ იმიტომ, რომ ნახაზი არ ითვალისწინებდა ამ რეგულაციების სპეციფიკურ მოთხოვნებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. მაღალსართულიან შენობებში აუცილებელია, არსებობდეს ლიფტი, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს მეხანძრეებს მოემსახურება. ასეთ შახტას სჭირდება დამოუკიდებელი განიავების სისტემა, ცეცხლგამძლე კარები და წყალგაუმტარი ელექტროობა. თუ შახტა უკვე აშენებულია და ეს მოთხოვნები დარღვეულია, მისი გადაკეთება უზარმაზარ ხარჯებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ასევე მკაცრად კონტროლდება შშმ პირებისთვის შენობის ადაპტირების საკითხი. არქიტექტორისთვის ყველა დეტალის ზეპირად ცოდნა რთულია, სპეციალისტის ჩართულობა კი გარანტიაა, რომ პროექტი შემოწმებას უპრობლემოდ გაივლის.
ენერგოეფექტურობა – თანამედროვე მოთხოვნა
დღეს შენობის მდგრადობა და ენერგოეფექტურობა ხშირად კომერციული აუცილებლობაა. ლიფტები შენობის საერთო ენერგომოხმარების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მოძველებული ტექნოლოგიები ენერგიას ფლანგავდა, მაშინ როცა ახალი თაობის სისტემები მას დაზოგვის წყაროდ აქცევს.
საუბარია რეგენერაციულ ძრავებზე (ReGen drives), რომლებიც მუხრუჭის დაჭერისას ან კაბინის ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილ ენერგიას გარდაქმნის და შენობის ქსელში აბრუნებს. ეს ენერგია შეიძლება, განათებისთვის ან სხვა სისტემებისთვის გამოიყენონ. VTA-ს ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია, გავთვალოთ, რამდენი კილოვატი დაიზოგება წლიურად კონკრეტული მოდელის არჩევისას.
CLC Elevator: ლიფტის დაპროექტება
მოწყობილობის გამართულად მუშაობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კმაყოფილი იქნება მაცხოვრებელი და ამასთან, რამდენად წარმატებული იქნება კომერციული პროექტი. არქიტექტორებსა და დეველოპერებს არ მოეთხოვებათ ლიფტების ინდუსტრიის ყველა სიახლისა და დეტალის ცოდნა – ეს ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების საქმეა და სწორედ მათ უნდა მიანდოთ.
ლიდერი ლიფტების კომპანია CLC Elevator-ის გუნდი მზადაა, ითანამშრომლოს თქვენთან პროექტის იდეაზე მუშაობის მომენტიდან. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ისეთი სისტემის შექმნაში, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს არქიტექტურულ ხედვას, დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და დაზოგავს ბიუჯეტს.




