
სამედიცინო დაწესებულებაში ლიფტი განსხვავებულ პირობებში მუშაობს. პაციენტების, პერსონალისა და სამედიცინო მოწყობილობების ერთდროული გადაადგილება, მუდმივი სამუშაო რეჟიმი და ჰიგიენის მაღალი მოთხოვნები – ეს ყველაფერი სტანდარტული სამგზავრო ლიფტის შესაძლებლობებს სცდება. სწორედ ამიტომ, საავადმყოფოს ლიფტი ცალკე კატეგორიაა.
რით განსხვავდება საავადმყოფოს ლიფტი
ჩვეულებრივ, სამგზავრო ლიფტში ადამიანი შედის, ღილაკს აჭერს და გადაადგილდება. საავადმყოფოში სიტუაცია განსხვავებულია: კაბინაში ხშირად ერთდროულად შედიან საწოლით, ექთანი, ინფუზიური სისტემა და, შესაძლოა, სხვა სამედიცინო აპარატურაც. ამ დატვირთვის გასათვალისწინებლად კაბინა სტანდარტულზე გაცილებით დიდი უნდა იყოს.
გარდა ზომისა, მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა ვიბრაციის გარეშე წარიმართოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ტექნიკური მახასიათებლები
საავადმყოფოს ლიფტები რამდენიმე პარამეტრით გამოირჩევა:
- ტვირთამწეობა – ჩვეულებრივ, 1600-დან 2500 კგ-მდე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ლიფტმა ერთდროულად გადაიყვანოს პაციენტი, რამდენიმე პერსონალის წევრი და გადაიტანოს სამედიცინო მოწყობილობა.
- კაბინის ზომა – კარის სიგანე სტანდარტულზე დიდია, რათა საავადმყოფოს საწოლი და ეტლი თავისუფლად მოთავსდეს. შიდა სივრცე ისეა გათვლილი, რომ პერსონალს ადგილი ჰქონდეს გვერდით დასადგომად.
- მასალა – კაბინის ინტერიერი, როგორც წესი, უჟანგავი ფოლადისაა. ეს მასალა ადვილი გასაწმენდია, მედიკამენტებთან კონტაქტს უძლებს და ბაქტერიების დაგროვებას აფერხებს.
- EMC დაცვა – ელექტრომაგნიტური თავსებადობა სამედიცინო გარემოში სპეციფიკური მოთხოვნაა.
- სარეზერვო კვება – კლინიკაში დენის გათიშვა კრიტიკულ სიტუაციად შეიძლება, იქცეს. სარეზერვო კვების სისტემა ლიფტს განგაშის შემთხვევაშიც სამუშაო მდგომარეობას უნარჩუნებს.
- პრიორიტეტული რეჟიმი – სასწრაფო სიტუაციაში ავტორიზებულ პერსონალს შეუძლია, ლიფტის მართვა სრულად თავის თავზე აიღოს და სხვა გამოძახებები გააუქმოს.
CLC Elevator – საავადმყოფოს ლიფტები საქართველოში
CLC Elevator საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდში ათეულობით სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის “თოდუას კლინიკაში”, დამონტაჟდა ლიფტები. კომპანია FUJISJ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში – მწარმოებელი, რომლის კატალოგშიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული მოდელებია.
სრული პროცესს CLC-ის გუნდი მართავს. ობიექტს ადგილზე შევისწავლით, ყველა პარამეტრს შევაფასებთ და შემდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ.
კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა
თუ სამედიცინო დაწესებულებისთვის ლიფტის შერჩევას გეგმავთ, შეავსეთ ფორმა, მოგვწერეთ Email-ზე: info@clc.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 596 00 44 22. ჩვენი სპეციალისტები კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ.




