
შენობაში ლიფტის დამონტაჟება საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის ფუნქციონირებაში, ის მაცხოვრებლების კომფორტზე აისახება. სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტულ მოდელს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რა ტიპის მოწყობილობები არსებობს და რომელი რა დანიშნულებით გამოიყენება. დეველოპერებსა და შენობის მფლობელებს ლიფტების კომპანია CLC მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს.
ამ სტატიაში განვიხილავთ მოწყობილობების კლასიფიკაციას, როგორც დანიშნულების, ისე მოქმედების მექანიზმის მიხედვით.
როგორ შევარჩიოთ?
რეგულაცია, რომელიც ლიფტების უსაფრთხოებას არეგულირებს, ორ კატეგორიას გამოყოფს: სამგზავრო და სატვირთო.
- სამგზავრო ლიფტი შექმნილია ადამიანების გადასაყვანად. მისი ინტერიერი კომფორტზეა გათვლილი – სარკეები, განათება, ესთეტიკური დეტალები. ტევადობა, როგორც წესი, 630კგ.-დან 1600 კგ.-მდე მერყეობს. შეიძლება იყოს როგორც ჰიდრავლიკური, ისე საბაგიროს ტიპის – ამას შენობის სიმაღლე და ტექნიკური პარამეტრები განაპირობებს.
- სატვირთო ლიფტი კი სრულიად განსხვავებულ ამოცანას ასრულებს. ის მძიმე ტვირთის, მაგ.: სამრეწველო აღჭურვილობის, ვერტიკალურად გადაადგილებისთვისაა შექმნილი. ამ მოწყობილობებს, როგორც წესი, ვერტიკალურად მოძრავი კარები აქვს, რაც კაბინის მთელ სიგანეზე ღიობის გახსნის საშუალებას იძლევა. შიდა მოპირკეთებაც ფუნქციონალურია: ლითონის კედლები, გაძლიერებული კარები და გამძლე იატაკი.
- სახლის ლიფტი (Home Lift) ბოლო წლებში ფუფუნების საგნიდან თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ეს კომპაქტური, პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული მოწყობილობაა, რომელიც კერძო სახლებში, ვილებსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ ერთეულებში მონტაჟდება.
- პანორამული ლიფტი თანამედროვე არქიტექტურის ელემენტია. მისი კაბინა მაღალი სიმტკიცის მინისგანაა დამზადებული, რაც მგზავრებს, გადაადგილებასთან ერთად, ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს.
- სამედიცინო დაწესებულებებში ლიფტის დანიშნულება სტანდარტულისგან მკვეთრად განსხვავდება. საავადმყოფოს ლიფტი შექმნილია პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და სპეციალიზებული აღჭურვილობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მისი ტვირთამწეობა, როგორც წესი, 1600 კგ-დან 2500 კგ-მდე მერყეობს.
- ინკლუზიური გარემოს შექმნა თანამედროვე შენობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი აღჭურვილია ფართო კარით, დაბალი მართვის პანელებით, აუდიო და ვიზუალური სიგნალებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
- სამზარეულოს ლიფტი (dumbwaiter) მცირე ზომის სატვირთო ლიფტია, რომლის ტვირთამწეობა 50-დან 300 კგ-მდე მერყეობს. მისი მთავარი დანიშნულება შედარებით მცირე ზომის ტვირთის – კერძების, სასმელების, სხვადასხვა ნივთების ვერტიკალური ტრანსპორტირებაა.
შერჩევისას გადამწყვეტია ის, თუ რა მიზნით უნდა გამოიყენოთ მოწყობილობა ყოველდღიურად. თუ შენობაში ძირითადად ადამიანები გადაადგილდებიან, სამგზავრო ტიპის უფრო ოპტიმალური არჩევანია. სამრეწველო ობიექტებში კი სატვირთო უალტერნატივოა.
ჰიდრავლიკური მექანიზმი მოწყობილობებში
დანიშნულების გარდა, შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქმედების მექანიზმის არჩევა. ჰიდრავლიკური მექანიზმი ფუნდამენტურად განსხვავდება მუშაობის პრინციპით სხვა ტიპის ლიფტებისგან.
ის სითხის წნევით მოძრაობს. მოტორიზებული ტუმბო ჰიდრავლიკურ სითხეს ცილინდრისკენ მიმართავს, დგუში ზემოთ მოძრაობს და კაბინას სათანადო სიმაღლეზე წევს. დაშვებისას სარქველი იხსნება და სითხე ნელ-ნელა უკან ბრუნდება. ეს მექანიზმი შახტის ძირშია მოთავსებული.
ჰიდრავლიკური სისტემა კარგად მუშაობს 5-6 სართულიან შენობებში. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე დამონტაჟების შედარებით დაბალი ღირებულებაა. ტუმბო ენერგიას მხოლოდ აწევისას ხარჯავს. ასევე, სითხის ტემპერატურული მგრძნობელობის გამო, ჰიდრავლიკურის სიჩქარე და სიზუსტე ამინდის ცვლილებაზე რეაგირებს.
MRL ლიფტის შერჩევა
ბოლო წლებში პოპულარული გახდა ე.წ. MRL (Machine Room-Less) სამანქანო ოთახის გარეშე მომუშავე ლიფტები. არსებითად, ეს საბაგირო ტიპის მოწყობილობაა, კომპაქტური ძრავით, რომელიც შახტის ზედა ნაწილშია განთავსებული. ცალკე სამანქანო ოთახი აღარ სჭირდება, რაც, სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით, დიდი უპირატესობაა. MRL ტიპი გამოიყენება 20 სართულამდე შენობებში და 2000 კილოგრამამდე ტევადობისაა. ახალი ლიფტები ხშირად სწორედ ამ ტიპისაა, განსაკუთრებით საცხოვრებელ კომპლექსებსა და საშუალო ზომის კომერციულ შენობებში. მაღალსართულიან შენობებშიც იმავე მექანიზმის, ოღონდ სამანქანე ოთახიანი სისტემები გამოიყენება.
რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ შერჩევისას
არჩევანი რამდენიმე ძირითად პარამეტრზეა დამოკიდებული, და სწორი გადაწყვეტილებისთვის თითოეულის გათვალისწინება აუცილებელია.
პირველ რიგში, შენობის სიმაღლე განსაზღვრავს მექანიზმის ტიპს. 5-6 სართულამდე ჰიდრავლიკური სისტემა კარგად მუშაობს. 6 სართულზე მაღალ შენობებში საბაგირო ლიფტი გონივრული არჩევანია. საშუალო სიმაღლის შენობებში MRL ტიპი ხშირად ყველაზე პრაქტიკულია, რადგან ცალკე სამანქანო ოთახს არ საჭიროებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია დატვირთვა. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძირითადად მცხოვრებლები გადაადგილდებიან, სტანდარტული სამგზავრო საკმარისია, სამრეწველო ობიექტზე კი სატვირთო მოწყობილობაა უმჯობესი.
ენერგოეფექტურობა, გრძელვადიანი ხარჯების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ჰიდრავლიკურ ლიფტს სჭირდება სითხის რეგულარული შემოწმება და შეცვლა, ცილინდრებისა და სარქველების ინსპექტირება. სერვისის ხარისხი კავშირშია გამოყენების ხანგრძლივობასთან.
სწორი არჩევანი სწორი პარტნიორით
როგორ შევარჩიოთ ლიფტები მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული საკითხია, სადაც ტექნიკური პარამეტრები, შენობის სპეციფიკა და გრძელვადიანი საექსპლუატაციო ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება გამოცდილ კომპანიასთან ერთად მიიღოთ. თუმცა მხოლოდ სწორად შერჩეული მოწყობილობა არ კმარა. მისი მონტაჟიც გასათვალისწინებელია. კარგად დამონტაჟებული ლიფტი, თუნდაც ის საშუალო ხარისხის იყოს, წლები უპრობლემოდ იმუშავებს, ცუდად დამონტაჟებული უმაღლესი ხარისხის კი – არა.
CLC – ლიფტებს გვიკვეთავენ ჩვენ!




