Logo Left
Logo Right

რატომ არის ლიფტში სარკე?

sarke liftshi

 

 

ლიფტში შესვლისას სარკეს, ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს. არც იმაზე დავფიქრებულვართ, რომ  ის თითქმის ყველგან გვხვდება. ეს შემთხვევითობის დამსახურება არაა. თუ რატომ გვხვდება სარკეები ლიფტში, ამაზე CLC Elevator-ის ბლოგში ვისაუბრებთ. 

 

 

პრობლემა, რომელსაც ინჟინრები ვერ წყვეტდნენ

 

მე-20 საუკუნის შუა ხანებში ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში მოიჯარეებმა ჩივილი დაიწყეს. ლიფტი ძალიან ნელა მოძრაობდა, ლოდინის დრო კი, ამის გამო, საკმაოდ ხანგრძლივი იყო. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ზოგიერთი მათგანი კონტრაქტის გაწყვეტითაც იმუქრებოდა.

 

შენობის მფლობელმა ინჟინრები დაიქირავა. მათ შეისწავლეს სიტუაცია და ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: შენობის ასაკის გათვალისწინებით, ლიფტის მექანიკური აჩქარება ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელი იყო. პრობლემა, მათი შეფასებით, ამოუხსნელი რჩებოდა.

 

სწორედ ამ შეხვედრაზე დასვა კითხვა ახლად დაქირავებულმა ფსიქოლოგმა: “ლიფტი ნამდვილად ნელია, თუ ადამიანებს ეჩვენებათ ასე?”

 

 

 

განსხვავება ფაქტსა და განცდას შორის

 

ფსიქოლოგის დაკვირვება მარტივი, მაგრამ ზუსტი იყო. ლიფტში მყოფი ადამიანი უქმად დგას, გარშემო ყველაფერი ერთნაირია, ყურადღების გადასატანად არაფერი აქვს. ასეთ პირობებში დრო გაცილებით ნელა გადის, რაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიური კანონზომიერებაა. 

 

პრობლემა ლიფტის სიჩქარეში კი არა, არამედ ლოდინის განცდაში იყო. შენობის მფლობელს კი ამ განცდის შეცვლა სჭირდებოდა. 

 

სწორედ ასე იქცა სარკე სწორ გამოსავლად. მისი დამონტაჟება საკმაოდ სწრაფი და იაფი პროცესი,  ხოლო შედეგი კი მყისიერი აღმოჩნდა.  ადამიანებმა გარეგნობის შემოწმება, სხვა მგზავრის დათვალიერება, საკუთარი ჩაცმულობის შეფასება დაიწყეს. ჩივილმა იკლო. ზოგ ადამიანს ეგონა, რომ ლიფტი აჩქარდა და ამის გამო მადლიერებასაც გამოხატავდნენ. 

 

თუ თქვენი შენობისთვის ახალი ლიფტის შერჩევას გეგმავთ, CLC Elevator-ის გამოცდილ გუნდს უნდა მიმართოთ, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადდაწყვეტილების მიღებაში პროფესიონალურად დაგეხმარებიან. 

 

 

 სარკეები ლიფტში და მისი რეალური სარგებელი

 

დროთა განმავლობაში სარკე ლიფტის სტანდარტული ელემენტი გახდა, მაგრამ პირველადი ლოგიკის მიღმა სხვა, სავსებით პრაქტიკული მიზეზებიც გამოჩნდა:

 

  • კლაუსტროფობია და სივრცის განცდა – ლიფტი მცირე, დახურული სივრცეა. ბევრ ადამიანს, ამ გარემოში, ცუდი შეგრძნება ეუფლება. სარკე სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. ადამიანის ნერვული სისტემა ვიზუალურ სიგნალებზე რეაგირებს, ამის გამო “გახსნილი” სივრცე მის შფოთვას ამცირებს. 
  • უსაფრთხოება – სარკე ფარულ კუთხეებს ხილვადს ხდის. ლიფტში შემოსული ადამიანი, სწორედ სარკის მეშვეობით, ხედავს, ვინ უდგას გვერდით ან ზურგს უკან. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლიფტი სავსეა ან ადამიანი მარტო იმყოფება.
  • ხელმისაწვდომობა – სარკის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული დანიშნულება ეტლით მოსარგებლეებს უკავშირდება. ლიფტი ვიწრო სივრცეა და ეტლის მოძრაობა ხშირად შეუძლებელია. უკანა კედელზე დამონტაჟებული სარკე კი ფუნქციურად ავტომობილის უკანა ხედვის სარკის ანალოგია: ადამიანი ლიფტიდან გამოსვლისას ხედავს, სად მიდის, ვინ არის კარის მიღმა ან არის თუ არა ადგილი მანევრისთვის.

 

სწორედ ამ მიზეზით, იაპონიაში, სარკის ლიფტში დამონტაჟება მრავალი ათეული წლის წინ სტანდარტად იქცა. ხელმისაწვდომობა და არა ესთეტიკა, გახდა პირველი სტიმული.

 

 

 

ერთი გადაწყვეტილება რამდენიმე ამოცანის გადასაჭრელად

 

ლიფტის სარკის ისტორია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორად დასმულმა კითხვამ სრულიად განსხვავებულ სტრატეგიამდე მიგვიყვანოს. ინჟინრებმა სიჩქარეზე ფიქრი დაიწყეს, ფსიქოლოგმა კი – განცდაზე.

 

ამ ორ მიდგომას შორის სხვაობა ლიფტის დიზაინში დღემდე ჩანს: კარგი ლიფტი, ტექნიკური სიზუსტის გარდა, ადამიანის შეგრძნებებს ითვალისწინებს. სიჩქარე, სივრცე, ხმა, განათება, სარკე – ეს ყველაფერი ერთად ქმნის საიმედოობის განცდას, რომელიც ადამიანისთვის ლიფტით სარგებლობისას მნიშვნელოვანია. 

 

სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული CLC Elevator-ის ლიფტები. კომპანია, რომელიც სამგზავრო და სატვირთო ლიფტებს საქართველოს ბაზარზე აწვდის, Fujisj-ის მოწყობილობებს გთავაზობთ. ეს არის ბრენდი, რომელიც ასწლეულზე მეტი გამოცდილებით ტექნიკური სანდოობასა და გამოყენების კომფორტს შორის ბალანსს ინარჩუნებს.

 

ლიფტი, საბოლოო ჯამში, ერთი სისტემაა, მაგრამ მისი ყველა ელემენტი ადამიანების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ფიქრით შეიქმნა.