
იცოდით თუ არა, რომ ლიფტით ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი ადამიანი საშუალოდ 4 მგზავრობისთვის სარგებლობს? მიუხედავად იმისა, რომ მრავალსართულიან საცხოვრებელ თუ კომერციულ ობიექტებში მას აქტიურად იყენებენ, ბევრ მომხმარებელს არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვადაზე არის გათვლილი, როდის უნდა შევაკეთოთ ან როდის – შევცვალოთ.
რა განსაზღვრავს ექსპლუატაციის ვადას, რა ფაქტორები აჩქარებს ცვეთას და როგორ გავარჩიოთ, შეკეთება გვჭირდება, მოდერნიზაცია თუ სრული ჩანაცვლება? ამ ბლოგში სწორედ ამას განვიხილავთ.
ექსპლუატაციის ვადა ლიფტის ტიპის მიხედვით
გამოყენების ხანგრძლივობა მის ტიპსა და მუშაობის პრინციპთანაა დაკავშირებული.
- ჰიდრავლიკური ლიფტები, რომლებიც ზეთის წნევის ხარჯზე მუშაობს, საშუალოდ 20-25 წლის ექსპლუატაციაზეა გათვლილი. ამ ტიპის მექანიზმი მარტივი კონსტრუქციისაა, თუმცა ჰიდრავლიკური კომპონენტები – ტუმბო, ცილინდრი, სარქველები – დროთა განმავლობაში ჩანაცვლებას საჭიროებს.
- წევის (Traction) ტიპის ლიფტები, რომლებიც ბაგირებისა და ხახუნის ძალით მუშაობს, შედარებით ხანგრძლივად, დაახლოებით 30 წელი ძლებს. ეს ტიპი ყველაზე პოპულარულია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული შენობებისთვის.
- სამანქანო ოთახის გარეშე (MRL) ლიფტებს, რომლებიც კომპაქტური კონსტრუქციით გამოირჩევა, შედარებით მოკლე ვადა აქვს – 20 წელი. აქ ძრავა უშუალოდ შახტშია განთავსებული, რაც ზრდის კომპონენტებზე მექანიკურ და თერმულ დატვირთვას.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, მათი გამოყენების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, გამოძახების პანელი საშუალოდ 15 წელი ძლებს, კარის მექანიზმი – დაახლოებით 20 წელი. ბაგირები, მოძრავი კაბელები და ელექტროგაყვანილობაც ამავე პერიოდზეა გათვლილი.
ლიფტი ერთგვაროვანი მოწყობილობა არაა და მის ყველა კომპონენტს თავისი გამოყენების ხანგრძლივობა აქვს. ზოგი ნაწილი ბევრად ადრე საჭიროებს ჩანაცვლებას, ვიდრე მთლიანი სისტემა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოყენების ხანგრძლივობა ლიფტის სწორად გამოყენებასთან პირდაპირაა დაკავშირებული.
რა ფაქტორები მოქმედებს ლიფტის გამოყენების ხანგრძლივობაზე?
ზემოთ ჩამოთვლილი ვადები, ცხადია, საორიენტაციოა და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარული მოვლა. გეგმიური ტექნიკური შემოწმება, გაცვეთილი ნაწილების დროულად შეცვლა – ეს ახანგრძლივებს სისტემის გამოყენების ვადას. სწორედ ამიტომ, მომსახურება კვალიფიციურ ლიფტების კომპანიას უნდა მიანდოთ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყენების ინტენსივობაა. შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოწყობილობა ბევრად ნაკლებ ციკლს შეასრულებს, ვიდრე სავაჭრო ცენტრის ან საოფისე შენობის შემთხვევაში. ეს აჩქარებს მექანიკური ნაწილების, განსაკუთრებით, კარის მექანიზმის, ბაგირებისა და მუხრუჭის ცვეთას.
მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს კოროზიას, ხოლო ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ჰიდრავლიკურ სისტემებში სითხის თვისებებზე მოქმედებს.
ნაწილების ხარისხი და მწარმოებლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია. თუ სისტემის კომპონენტებს მხოლოდ ერთი მწარმოებელი ჰყავს, სათადარიგო ნაწილების მოძიება გართულდება. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება, ტექნიკურად ჯერ კიდევ მუშაობდეს, მაგრამ რემონტი პრაქტიკულად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელი იყოს. სწორედ ამიტომ, თუ სანდო პარტნიორს ეძებთ, კომპანია CLC-ის უნდა მიმართოთ.
როგორ გავიგოთ, რა სჭირდება ჩვენს ლიფტს?
მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია რემონტს, მოდერნიზაციასა და ჩანაცვლებას შორის სწორი არჩევანი.
- რემონტი საჭიროა მაშინ, როცა კონკრეტული კომპონენტი ფუჭდება ან გაცვეთილია, თუმცა ლიფტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მაგალითად, გამოძახების პანელის შეცვლა მინიმალური ჩარევაა, რაც სისტემის ვარგისიანობას ახანგრძლივებს.
- მოდერნიზაცია ძირითადი სისტემების – მართვის კარადის, ძრავის, კარის მექანიზმების ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ელემენტების განახლებას გულისხმობს. როცა მოწყობილობა ტექნიკურად ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ მისი ენერგოეფექტურობა, უსაფრთხოების დონე ან კომფორტი აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს შეგიძლიათ, ამ გზას მიმართოთ.
- სრული ჩანაცვლება აუცილებელია, როცა ექსპლუატაციის ვადა ამოიწურება. ასეთ შემთხვევაში ცალკეული კომპონენტების შეცვლა აღარ არის გამართლებული, რადგან პრობლემა სისტემურია და სრულ დემონტაჟს საჭიროებს.
რატომ არ უნდა გადავდოთ ლიფტების შეკეთება?
ლიფტის ცვეთა თანდათანობითი პროცესია და ხშირად მაცხოვრებლები მცირე ხარვეზებს ნორმად მიიჩნევენ. რეალურად, ისეთი „წვრილმანები”, როგორიც მაგალითად, კარის ნელა მუშაობაა, სერიოზული პრობლემის ადრეული ნიშანია.
მათი იგნორირება ორმაგი რისკის შემცველია: ერთი მხრივ, მცირე ხარვეზი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემად გადაიქცევა, მეორე მხრივ კი, მგზავრების უსაფრთხოებას, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტითაც კი, ეჭვქვეშ აყენებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მფლობელს „ზრუნვის ვალდებულება” (Duty of Care) აკისრია, რაც შენობაში მყოფი პირებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნაზე იურიდიული პასუხისმგებლობაა. გაუმართავი მოწყობილობით გამოწვეული ნებისმიერი ინციდენტი ამ ვალდებულების დარღვევად განიხილება.
საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოში ლიფტების უსაფრთხოებას მთავრობის №289 დადგენილება არეგულირებს, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის სახით განსაზღვრავს ექსპლუატაციის ნორმებს.
კანონმდებლობის მიხედვით, ყველა სამგზავრო ლიფტმა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აკრედიტებული ორგანოს მიერ პერიოდული ინსპექტირება უნდა გაიაროს. გარდა ამისა, მფლობელი ვალდებულია, დაიცვას ტექნიკური მომსახურების კონტროლის პროგრამა (MCP), სადაც დეტალურად არის გაწერილი შემოწმების ინტერვალები და ჩატარებული სამუშაოები.
სი ელ სი: პროფესიონალური მხარდაჭერა
მდგომარეობის სწორად შეფასება და იმის დადგენა, თუ რა სჭირდება ლიფტს – შეკეთება, მოდერნიზაცია თუ ჩანაცვლება – პროფესიონალურ შესწავლას მოითხოვს. CLC მომხმარებლებს არა მხოლოდ მონტაჟსა და სერვისს, არამედ მდგომარეობის შეფასებასთან და განახლების დაგეგმვასთან დაკავშირებით კონსულტაციასაც სთავაზობს.
ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის მოწყობილობის რეალურ მდგომარეობას და კონკრეტულ რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.




