
შენობაში ლიფტის დამონტაჟება მნიშვნელოვანი პროცესია. ის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში აისახება მომხმარებლის კომფორტსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე. არასწორმა არჩევანმა შეიძლება, დროთა განმავლობაში, ენერგიის ზედმეტი დანახარჯი ან დისკომფორტი გამოიწვიოს.
დღეს ბაზარზე სხვადასხვა ტიპისა და ტექნოლოგიის მოწყობილობები არსებობს, თითოეულს კი თავისი დანიშნულება აქვს. ამ ბლოგში ძირითად ტიპებს, მოქმედების მექანიზმებსა და იმ კრიტერიუმებს განვიხილავთ, რომლებიც შერჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
განსხვავება დანიშნულების მიხედვით
ლიფტის ტიპები, პირველ რიგში, დანიშნულების მიხედვით იყოფა. სამგზავრო ლიფტი ადამიანების გადასაყვანადაა შექმნილი. მისი კაბინა კომფორტზეა გათვლილი – სარკეები, განათება, ესთეტიკური ვიზუალი. ტევადობა, როგორც წესი, 1000-დან 2000 კილოგრამამდე მერყეობს. ის საცხოვრებელი კორპუსისა თუ საოფისე შენობისთვის გამოიყენება.
სატვირთო ლიფტი სხვა ამოცანას ასრულებს. მისი ფუნქცია მძიმე ტვირთის ვერტიკალურად გადაადგილებაა.
ცალკე კატეგორიაა მოწყობილობა, რომელიც სასტუმროებში, საავადმყოფოებსა და რესტორნებში ტვირთისა და აღჭურვილობის გადასატანად გამოიყენება.
მოქმედების მექანიზმები: რა პრინციპით მუშაობს თითოეული
დანიშნულების გარდა, შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქმედების მექანიზმის გაგება. თითოეულს საკუთარი უპირატესობა და შეზღუდვა აქვს.
ჰიდრავლიკური სისტემა სითხის წნევით მოძრაობს. მოტორიზებული ტუმბო ჰიდრავლიკურ სითხეს ცილინდრისკენ მიმართავს, დგუში ზემოთ მოძრაობს და კაბინას სათანადო სიმაღლეზე წევს. დაშვებისას სარქველი იხსნება და სითხე ნელ-ნელა უკან ბრუნდება. ეს მექანიზმი კარგად მუშაობს 5-6 სართულიან შენობებში. მისი სიმარტივე საიმედოობას ზრდის, თუმცა სიჩქარე შედარებით დაბალია.
წევის (Traction) ტიპის მოწყობილობა ბაგირებისა და საპირწონის სისტემით მუშაობს. ფოლადის ბაგირები კაბინასა და საპირწონეს აკავშირებს, ელექტრო ძრავა კი ბორბალს ატრიალებს და კაბინას ამოძრავებს. ეს სისტემა მაღალი სიჩქარით გამოირჩევა და მაღალსართულიანი შენობებისთვის იდეალურია.
MRL (Machine Room-Less) სამანქანო ოთახის გარეშე მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. სამანქანო ოთახის არ ქონა, სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით, დიდი უპირატესობაა. ამასთან, ის ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა. ახალი ლიფტები, განსაკუთრებით საცხოვრებელ კომპლექსებსა და საშუალო ზომის კომერციულ შენობებში, ხშირად სწორედ ამ ტიპისაა.
პნევმატური ლიფტი ჰაერის წნევით მოძრაობს. ის კომპაქტურია და მარტივად მონტაჟდება, რის გამოც საცხოვრებელ სახლებში ხშირად გვხვდება. თუმცა სახლის ლიფტის ტევადობა მცირეა. 2-3 მგზავრზეა გათვლილი, სიჩქარე კი დაბალია. ამიტომ მრავალსართულიანი შენობებისთვის შეუსაბამოა.
რაც შეეხება ესკალატორსა და ტრავოლატორს, ის ადამიანების დიდი ნაკადის სწრაფი გადაადგილებისთვის ყველაზე მოსახერხებელი გზაა. ძირითადად, მოლებსა და მსგავს დაწესებულებებში გვხვდება და მთავარი დანიშნულება სართულებს შორის მგზავრების მაქსიმალურად მოკლე დროში გადაყვანაა.
ზომა, ტევადობა და სიჩქარე ლიფტის ტიპებში
ტიპისა და ტექნოლოგიის გარდა, ზომა, ტევადობა და სიჩქარე ის პარამეტრებია, რომლებიც შენობის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე აისახება.
საცხოვრებელ შენობებში კაბინის სიგანე, როგორც წესი, 800-დან 1100 მმ-მდეა, სიღრმე კი 1000-დან 1400 მმ-მდე. ეს 2-3 მგზავრისთვის საკმარისია. კომერციულ შენობებში კაბინა უფრო დიდია – სიგანე 1100 მმ-დან იწყება, ხოლო სიღრმე 1400 მმ-ს აჭარბებს. ეს აუცილებელია იქ, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები გადაადგილდებიან.
ტევადობის შერჩევაც შენობის ტიპს უკავშირდება. მცირე საცხოვრებელ კორპუსში ან კერძო სახლებში 320-450 კგ. (4-6 მგზავრი) საკმარისია. საშუალო ზომის საოფისე შენობაში ან სასტუმროში 630-1000 კგ. (8-13 მგზავრი) არის ოპტიმალური. სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებსა და აეროპორტებში, სადაც ხალხის ნაკადი დიდია, 1275-2000 კგ. (17-26 მგზავრი) ტევადობის მოწყობილობა გამოიყენება. სიჩქარე კი შენობის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს.
მექანიკური და ავტომატური კარი: შედარება
კარის ტიპი გავლენას ახდენს მოწყობილობის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. მექანიკური კარები მგზავრმა ხელით უნდა გააღოს და დახუროს. კონსტრუქციით მარტივია და მონტაჟიც იაფი ჯდება, თუმცა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნაკლებად საიმედოა – თუ კარი სწორად არ დაიხურა, რისკი იზრდება. ამიტომ ისინი ძირითადად მცირე საცხოვრებელ შენობებში გამოიყენება.
ავტომატური კარები სენსორებით იხსნება და იხურება. ეს სისტემა უფრო ჰიგიენურია, რადგან ზედაპირთან შეხება არ სჭირდება, და შესაბამისად, კომერციული შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის უკეთესი არჩევანია.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი შესაძლებლობები
დღეს უკვე არსებობს სისტემები, რომლებიც IoT სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. ეს მოწყობილობები კაბინების მუშაობას ავტომატურად არეგულირებს.
რეგენერაციული ძრავები კი მუხრუჭის ენერგიის 75%-მდე ნაწილს ინახავს და ამ ენერგიას შენობის ქსელში აბრუნებს. ეს გრძელვადიან ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ლიფტის ტიპებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოვლის მიდგომის ცვლილებაა. აქამდე მოწყობილობის სერვისი გეგმიური იყო. ახალი სისტემები კომპონენტების მდგომარეობას აკვირდება და ტექნიკურ პრობლემას იქამდე ამოიცნობს, სანამ ის რეალურ პრობლემაში გადაიზრდება. ეს მიდგომა მოწყობილობის გამოყენების ხანგრძლივობას ზრდის. ლიფტების კომპანია CLC Elevator თანამედროვე მოწყობილობების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ.
რა ფაქტორები განაპირობებს არჩევანს
სწორი არჩევანი რამდენიმე ძირითად პარამეტრზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, შენობის სიმაღლე განსაზღვრავს მექანიზმის ტიპს. 5-6 სართულამდე ნაგებობებში ჰიდრავლიკური სისტემა კარგად მუშაობს. საშუალო სიმაღლის შენობებში კი MRL ხშირად ყველაზე პრაქტიკულია, რადგან ცალკე სამანქანო ოთახს არ საჭიროებს.
მგზავრთა ნაკადი მეორე გადამწყვეტი ფაქტორია. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დღის განმავლობაში შედარებით ნაკლები მოძრაობაა, სტანდარტული სამგზავრო ლიფტი საკმარისია. სავაჭრო ცენტრში ან საავადმყოფოში, სადაც ხალხის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურია, მეტი ტევადობა და სიჩქარეა საჭირო.
ასევე გასათვალისწინებელია შახტისთვის ხელმისაწვდომი სივრცე, ენერგომოხმარება და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა. ყველა ეს პარამეტრი ერთმანეთს უკავშირდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც მათი ერთობლივი შეფასების შედეგად უნდა მიიიღოთ.
CLC ELEVATOR – სწორი არჩევანის გარანტია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიფტის ტიპის შერჩევა ტექნიკური საკითხია. შენობის სპეციფიკა, მომხმარებელთა საჭიროებები და გრძელვადიანი საექსპლუატაციო პირობები – ყველა მათგანი უნდა გავითვალისწინოთ.
CLC Elevator ლიფტების სანდო კომპანიაა. მისი ტექნიკური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შენობის მონაცემებს, აფასებს მოთხოვნებს და მომხმარებელს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს. თუ მოწყობილობის შერჩევას ფიქრობთ, სჯობს, გამოცდილ კომპანიას მიმართოთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ლიფტი შენობის რეალურ საჭიროებებს ზუსტად შეესაბამებოდეს.




